Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ირანის რევოლუციის გუშაგებმა ჩრდილოეთ ერაყში ცეცხლი გაუხსნეს ოპოზიციური ჯგუფების შტაბ-ბინებს

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) ცეცხლი გაუხსნა ირანელი ქურთების ოპოზიციურ ჯგუფებს, რომლებიც ჩრდილოეთ ერაყში არიან დაფუძნებულნი. ამ მორიგი თავდასხმის ფონზე, თეირანი მათ ბრალს სდებს ირანში მღელვარების გამოწვევაში.


20 ნოემბერს, გვიან განხორციელებულ თავდასხმას სულ მცირე ერთი ადამიანი ემსხვერპლა. იერიში მიტანილ იქნა ირანთან დაპირისპირებული ქურთების პარტიების ოფისებზე, მათ შორის ირანის ქურთისტანის კომალას პარტიის შტაბ-ბინაზე და ირანის ქურთისტანის დემოკრატიული პარტიის ლიდერების ოფისზე. 


ირანის ქურთისტანის დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლის თქმით, თავდასხმას ემსხვერპლა ერაყში გადახვეწილი ირანელი ქურთების ამ  ჯგუფის წევრი, მოჰამედ ნაზიფ ყადერი. 


ჩრდილოეთ ერაყში განხორციელებული თავდასხმის ფონია ირანში ქურთთა ქალაქების მცხოვრებ მოქალაქეებზე განხორციელებული ზეწოლა, იმ საპროტესტო ტალღის გაფართოების გამო, რომელიც უკავშირდება მორალის პოლიციის მიერ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისთვის დაპატიმრებული ახალგაზრდა ქალის, მაჰსა ამინის სიკვდილს. 


ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, ნასირ კანაანიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ თეირანი მოქმედებდა "თავისი კანონიერი უფლებების საფუძველზე, თავისი საზღვრების და მოქალაქეების უსაფრთხოების დასაცავად". 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus