Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

რადიო თავისუფლების ბელარუსმა ჟურნალისტმა დატოვა სასჯელაღსრულების კოლონია

სასჯელაღსრულების კოლონია დატოვა რადიო თავისუფლების კორესპონდენტმა, ალეჰ ჰრუზძილოვიჩმა - მას ბელარუსის ხელისუფლებამ 18 თვით მიუსაჯა პატიმრობა იმ დემონსტრაციებში მონაწილეობისთვის, რომლებსაც იგი აკრედიტირებული ჟურნალისტის რანგში აშუქებდა.


საპატიმროს დატოვების შემდეგ, 21 სექტემბერს, ჰრუზძილოვიჩი ლიეტუვაში ჩავიდა ცოლთან, მარიანასთან ერთად. 


რადიო თავისუფლება/რადიო თავისუფალი ევროპის პრეზიდენტი, ჯეიმი ფლაი - რომელმაც უწინ ჰრუზძილოვიჩისთვის საპატიმროს მისჯა დაგმო და "არალეგიტიმური" უწოდა - მიესალმა მის გათავისუფლებას. ჰრუზძილოვიჩი რადიო თავისუფლებისთვის 1990-იანი წლებიდან აშუქებს ადამიანის უფლებების საკითხებს. 


ფლაის თქმით, ჰრუზძილოვიჩს "არამართებულად დაპატიმრებით წაართვეს დრო, რომელსაც ის თავის ოჯახთან გასატარებლად ვეღარასოდეს დაიბრუნებს". ჯეიმი ფლაიმ მადლობა გამოთქვა საერთაშორისო ჯგუფების მისამართით, მათი მხარდაჭერისთვის, თუმცა დასძინა, რომ გასაკეთებელი კვლავაც ბევრია, რადგან ბელარუსში პატიმრობაში რჩება რადიო თავისუფლების ორი ყოფილი ჟურნალისტი. 


ჰრუზძილოვიჩს პატიმრობა მარტის დასაწყისში მიუსაჯეს, იმ მასობრივ აქციაზე ყოფნის გამო, რომლითაც მოქალაქეები აპროტესტებდნენ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალურ შედეგს - ალიაქსანდრ ლუკაშენკას მეექვსე ვადით გაპრეზიდენტებას. ჰრუზძილოვიჩის თქმით, ის აქციას ჟურნალისტის რანგში აშუქებდა. 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus