Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

1968 წელს ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა ჯარების შეჭრის წლისთავზე ჩეხები უკრაინას 1968 კრონას ურიცხავენ

ჩეხოსლოვაკიაში 1968 წლის 21 აგვისტოს  საბჭოთა და ვარშავის ხელშეკრულების მონაწილე ქვეყნების ჯარების შეჭრის აღსანიშნავად ჩეხეთის მოქალაქეები უკრაინას ურიცხავენ რუსეთთან ომში დახმარების სახით ზუსტად 1968 ($80) ჩეხურ კრონას.


ამის თაობაზე ჩეხეთში უკრაინის საელჩო იტყობინება.


24 თებერვალს უკრაინაში შეჭრის შემდეგ ათასობით ადამიანი დაიხოცა, მილიონობით უკრაინელმა დატოვა სამშობლო და ქვეყანას მილიარდობით დოლარის ზარალი მიადგა. ჩეხეთის მოქალაქეები იყენებენ გადახდის საგანგებო კოდს, რათა გადარიცხონ უკვე არსებულ, უკრაინის საელჩოს მიერ შექმნილ, ანგარიშზე 1968 კრონა.


"შაბათ-კვირასაც ათასობით ადამიანი გვირიცხავს 1968 კრონას, დიდი მადლობა, ჩეხო მეგობრებო!“ წერს საელჩო ტვიტერზე


1968 წლის 21 აგვისტოს საბჭოთა და ვარშავის ხელშეკრულების მონაწილე ქვეყნების ჯარებმა გადაკვეთეს ჩეხოსლოვაკიის, ასევე ამ ბლოკის წევრი ქვეყნის საზღვრები, რათა ჩაეხშოთ „პრაღის გაზაფხულად“ წოდებული რეფორმისტული მოძრაობა.


შემოჭრილი ჯარების მსხვერპლი გახდა ათეულობით მშვიდობიანი მოქალაქე. შემდგომმა ოკუპაციამ აიძულა ათასობით ადამიანი დაეტოვებინა სამშობლო. უცხოეთის ჯარებმა ჩეხოსლოვაკია 1989 წელს, სოციალისტური რეჟიმის დამხობის შემდეგ დატოვეს.


 


 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus