Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

უკრაინის ნავსადგურებიდან სურსათით დატვირთული კიდევ ოთხი გემი გავიდა

21 აგვისტოს სოფლის მეურნეობის პროდუქტებით კიდევ ოთხმა გემმა დატოვა უკრაინის ნავსადგურები, იუწყება Reuters-ი თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.


ორი მათგანი ჩერნომორსკიდან დაიძრა, ერთი ოდესიდან და ერთი იუჟნიდან. რუსეთის სააგენტო TASS-ის ცნობით, მსოფლიო ბაზარზე გადის 14 000 ტონა შაქრის ჭარხალი, ასევე 9 ათასი ტონა მცენარეული ზეთი ათი ათასი ტონა ხორბალი.


21 აგვისტოს თურქეთში ხუთ გემის შემოწმება იყო დაგეგმილი, მათგან ოთხი ცარიელია და ტვირთისთვის უკრაინისკენ გაემართება, ერთი - უკრაინიდან მოდის სურსათით დატვირთული.


სტამბულის ხელშეკრულებების დადებისა და პორტების განბლოკვის შემდეგ უკრაინიდან გაგზავნილი მშრალი ტვირთის გემების საერთო რაოდენობამ, 31-ს მიაღწია


21 აგვისტოს ღამით, ოდესის სამხარეო სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსეთმა ჭურვები დაუშინა ქალაქს და დააზიანა ერთ-ერთი სასოფლო-სამეურნეო საწარმო, რაც ეწინააღმდეგება უკრაინიდან მარცვლეულის გატანის შესახებ გაფორმებულ ხელშეკრულებას.


22 ივლისს, რუსეთმა და უკრაინამ ცალ-ცალკე გააფორმეს შეთანხმებები გაეროსთან და თურქეთთან უკრაინის სამი პორტიდან - ოდესიდან, ჩორნომორსკიდან და იუჟნიდან სურსათის ექსპორტის შესახებ.


შეთანხმებების მიხედვით, გემების სამოძრაოდ იქმნება უსაფრთხოების დერეფანი. ჩატვირთვასა და გადმოტვირთვას ამოწმებენ დამკვირვებლები უკრაინიდან, რუსეთიდან, თურქეთიდან და გაეროდან. თურქეთმა შექმნა საკოორდინაციო ცენტრი გემების გავლისა და ხელშეკრულების პირობების შესრულების ზედამხედველობისთვის.


რუსეთსა და უკრაინას შორის ომის გამო მილიონობით ტონა სურსათი დაგროვდა შავი ზღვისპირა ბლოკირებულ ნავსადგურებში. კიევმა ამაში რუსეთი დაადანაშაულა. მოსკოვი ამტკიცებდა, რომ მარცვლეულით დატვირთული გემები ვერ მოძრაობდნენ  უკრაინის მიერ ნავსადგურების მისადგომების დანაღმვის გამო.


გაერო გაფრთხილებით გამოდის, რომ თუ რუსეთი და უკრაინა გამოეთიშა მსოფლიო ბაზრის სურსათით მომარაგებას, იქმნება შიმშილის საფრთხე, განსაკუთრებით აფრიკისა და აზიის ღარიბ ქვეყნებში.


 


 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus