Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

კრიშიანის კარინიში: რუსებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის დონეზე უნდა იქნას მიღებული

აუცილებელია ევროკავშირის დონეზე რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ტურისტული ვიზების გაცემის შეწყვეტის გადაწყვეტილება, რითაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გამკაცრდება. ამის შესახებ ლატვიის პრემიერ-მინისტრმა კრიშიანის კარინიში განაცხადა.

მანამდე, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ განაცხადა, რომ ის ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრებზე შესთავაზებს რუსებისთვის ვიზების აკრძალვას აგვისტოს ბოლოს პრაღაში.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ The Washington Post-თან ინტერვიუში, ასევე, მოუწოდა დასავლეთს, აკრძალონ რუსეთის ყველა მოქალაქის შესვლა. მისი თქმით, ეს არის რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიის თავიდან აცილების ერთ-ერთი გზა.

ესტონეთმა და ფინეთმა უკვე სთხოვეს ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებს რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემის შეწყვეტა. ამ მოწოდებას შეუერთდა ლატვიის სეიმიც, რომელმაც რუსეთი ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ აღიარა.

ლატვიამ გასულ კვირას გამოაცხადა, რომ აჩერებს ვიზებს რუსეთისა და ბელორუსიის მოქალაქეებისთვის, 11 აგვისტოს კი ესტონეთმა განაცხადა, რომ აჩერებს ვიზებს რუსეთის მოქალაქეებისთვის, რამდენიმე გამონაკლისის გარდა.

ჩეხეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა 25 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის მეორე დღესვე შეწყვიტა.

იმავდროულად, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ეწინააღმდეგება რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემის აკრძალვას.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus