Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

დე ფაქტო „კა-გე-ბე" ე.წ. საზღვრის 209 დამრღვევის დაკავების შესახებ იუწყება, აქედან 34 საქართველოს მოქალაქეა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის უშიშროების სამსახური მოქალაქეთა დაკავების ნახევარწლიან სტატისტიკას აქვეყნებს. დე ფაქტო „კა-გე-ბე"-ს ცნობით, 2022 წლის პირველ 6 თვეში სასაზღვრო კანონმდებლობის 209 დამრღვევი დააკავეს.


„ამათგან: სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის 134 დამრღვევია, 75 – სასაზღვრო ზონის რეჟიმის. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის სასაზღვრო სამსახურმა გამოძიება ჩაატარა სამართლებრივი რეჟიმის დარღვევის თითოეულ ფაქტზე. რა დროსაც 139 პირს დაეკისრა ადმინისტრაციული ჯარიმა, 2 პირი ჯარიმის დაკისრების შემდეგ გააძევეს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკიდან. ჯარიმა, 32 პირი გააძევეს საჯარიმო სანქციის გარეშე. 26 პირი სიტყვიერად გააფრთხილეს, აღძრულია შვიდი სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს გამოძიება დამატებით სამ მოქალაქეზე“, - აცხადებენ დე ფაქტო კაგებეს პრესსამსახურში.


დე ფაქტო „კა-გე-ბე" ოკუპირებული რეგიონების მცხოვრებლებს აფრთხილებს, რომ ე.წ. სასაზღვრო ზონაში შესვლისას მუდამ თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი საბუთები. როგორც წესი, დე ფაქტო რესპუბლიკიდან ე.წ. საზღვრის დამრღვევი პირების გაძევებაში საქართველოს მოქალაქეებს გულისხმობენ. აქედან გამომდინარე, 2 მოქალაქეს ჯარიმა დააკისრეს და ქართულ მხარეს გადმოსცეს, 32-ის მიმართ კი ჯარიმა არ გამოიყენეს და ისე გაათავისუფლეს. გარდა ამისა, ცხინვალის ციხეში ამჟამად საქართველოს 7 მოქალაქე იხდის სასჯელს. აქედან ლევან მაჩაბელი და მამუკა ჩხიკვაძე ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები არიან. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, დაპატიმრებული მოქალაქეების გათავისუფლების საკითხს ერგნეთის ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრებზე აყენებს. ერგნეთის მორიგი შეხვედრა სექტემბრამდე არ გაიმართება.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus