Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

კობახიძე „დებიძინიზაციის“ შესახებ ევროპარლამენტის წევრის განცხადებას ეხმაურება

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გამოეხმაურა ევროპარლამენტარის რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას, რომელიც ეხებოდა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს.


„ქალბატონი რასას განცხადება იყო უბრალოდ სამარცხვინო, ეს ერთი. მეორე, არავითარი საფუძველი ამ განცხადებას არ აქვს და იმეორებს იმას, რაც დაიწერა ევროპარალემტიოს რეზოლუციაში. ამასთან დაკავშირებით ჩვენ, რა თქმა უნდა, გვჭირდება განმარტებები. აქ სიტყვების დამარცვლა კი არ არის საჭირო, საჭიროა, ფაქტების მოყვანა, იმასთან დაკავშირებით, როგორ იმართება ქვეყანა. არავითარი ფაქტები, არავითარი არგუმენტები, არის უბრალოდ დამარცვლული სიტყვები. ეს მერწმუნეთ საქართველოში არავის სჭირდება. საზოგადოება ძალიან კარგად აფასებს, ბუნებრივია, ყველაფერს. როდესაც საუბარია ბიძინა ივანიშვიილის შესაძლო ჩართულობაზე პოლიტიკაში, გვქონია ჩვენ ერთი-ერთზე საუბარი ოპოზიციის წარმომადგენლებთან და ვეუბნებით, ფაქტი არ გაქვთ ხომ? არავითარი ფაქტი არ აქვთ. ვერცერთი ფაქტი ვერასდროს, ვერც საჯაროდ და ვერც ერთი-ერთზე ვერ წარმოადგინეს, - თქვა კობახიძემ და განაგრძო, - კარგი ფაქტი არ გაქვს, მაგრამ რაღაც წარმოდგენა ხომ შეიძლება გქონდეთ, როგორ შეიძლება ეს ადამიანი [ბიძინა ივანიშვილი], რა ფორმით იყოს ჩართული პოლიტიკურ პროცესებში და შეიძლება ახერხებდეს გამოჩენის გარეშე მთელი სახელმწიფოს კონტროლს?! როგორც ამტკიცებენ. ანუ ეს რომ ამტკიცო (არ ვიცი რამდენად სერიოზულად შეიძლება ამტკიცოს ვინმემ), მაშინ უნდა აღიარონ, რომ ამ ადამიანს ხელს უწყობს რაღაც ზებუნებრივი ძალები. არც ამას აღიარებენ და ჯიუტად იმეორებენ იგივეს“.


კობახიძემ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები შეადარა ევროპარლამენტის წევრებს. „ჩემთვის არავითარი განსხვავება არ არის, მაგალითად, სალომე სამადაშვილსა და რასა იუკნევიჩიენეს შორის. ერთიც არის პარლამენარი, მეორეც არის პარლამენტარი საქართველოში. არც ერთს ენდობიან საქართველოში და არც მეორეს - ლიტვაში ეს არის რეალობა. არ აქვთ მათ ის ნდობა, რომელიც რაღაც განსაკუთრებულ სტატუსს მიანიჭებდა მათ განცხადებებს“, - თქვა კობახიძემ.


13 ივნისს ევროპარლამენტში საქართველოსთან ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების წლიური ანგარიშის განხილვისას ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ თქვა: „თუ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ გაიგო, რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია, რომელიც ევროკომისიის წინადადებაშია აღნიშნული, მე დავეხმარები, რომ გაიგოს - ეს ნიშნავს საქართველოს „დებიძინიზაციას“ ან „დეივანიშვილიზაციას“.




 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus