Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ზელენსკი: პუტინთან შეხვედრის მიზანი დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის შედგება ასეთი შეხვედრა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თვლის, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ადრე თუ გვიან გაიმართება, მაგრამ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის მიზანი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როდის შედგება ეს შეხვედრა, – აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„პუტინთან შეხვედრის მიზანი დამოკიდებულია იმაზე, როდის გაიმართება ეს შეხვედრა. მიზანი იცვლება. როგორიც არის ჰიბრიდული ომი, ასეთი ჰიბრიდული იქნება მშვიდობაც და ჰიბრიდული შეხვედრებიც. დღეს რომ შევხვედროდით, დღის წესრიგში მარიუპოლის საკითხი იქნებოდა. ორ-სამ თვეში რომ შევხვდეთ, შეიძლება ეს საკითხი დღის წესრიგში აღარ იყოს, ან ნაწილობრივ იყოს. ომის დასაწყისიდანვე რომ შევხვედროდით, მიზანი კიდევ სხვა იქნებოდა. დღეს რომ შევხვდეთ, ვიცით, რა არის ოკუპირებული და რა არის დეოკუპირებული და ვისაუბრებდით ამაზე. ორ თვეში აღარ გვეცოდინება, რა მდგომარეობაში იქნება ყველაფერი“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში, ახლა მნიშვნელოვანია ტყვეთა გაცვლის, დეოკუპაციისა და მშვიდობის საკითხების მოგვარება – ომის შეჩერების მიზნით.

„გვესმის საფრთხეები და რისკები, ჩვენზე ბევრია დამოკიდებული, მაგრამ ბევრია დამოკიდებული რუსეთზეც. ჩვენ გვაქვს სურვილი და გვაქვს ჩვენი მიზნები: გვინდა ტერიტორიების დაბრუნება და ჩვენ გვინდა ამ ომის დასრულება, მაგრამ როდის იქნება ეს, ეს ყველაფერი დამოკიდებულია დროზე, იმაზე, თუ როდის იქნება საუბარი პუტინთან“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის საუბარი აუცილებლად შედგება, თუმცა რა ფორმატში და როდის, ჯერჯერობით უცნობია.

„არ ვიცი, რა ფორმატში: შუამავლებით, შუამავლების გარეშე, ფართო წრეში, პრეზიდენტების დონეზე, ორმხრივი საუბარი, მაგრამ იქნება“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus