Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

NDI: მოსახლეობის ნახევრისთვის საქართველოს მიერ რუსეთისთვის სანქციების არდაწესება მისაღებია

"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" კვლევის მიხედვით, ყოველი მეორე გამოკითხულისთვის მისაღებია, რომ საქართველო რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდეს. კვლევაში, რომელიც დღეს, 20 აპრილს გამოქვეყნდა, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მოსახლეობის განწყობებია ასახული.


კვლევაში მოყვანილია რამდენიმე გამოკითხული მოქალაქის ციტატაც:



“[მთავრობა ] უფრო იზღვევს თავს, არ მგონია ჩვენც რამე სანქციების დაკისრება შეგვეძლოს და ესეთი ძლიერი სახელმწიფო ვიყოთ და ამიტომ იზღვევენ თავს საფრთხისგან”, - ზუგდიდი, ქალი, 27 წლის;
“თუ დღეს ჩვენ შევუერთდებოდით დასავლეთის ქვეყნებს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, ეს გამოიწვევს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ვარდნას, დაბლა, რადგან მოგეხსენებათ, რომ საქართველო რუსეთის ბაზარზეა დამოკიდებული, რაც ჩვენი დღევანდელი ხელისუფლების ბრალია, ვინაიდან თავის დროზე ვერ გათვალეს მოსალოდნელი რისკები”, - ბათუმი, ქალი, 28 წლის.




ამავე კვლევის მიხედვით, "ქართული ოცნების" მხარდამჭერები და უფროსი ასაკის მოქალაქეები უფრო მეტად უჭერენ მხარს მთავრობის გადაწყვეტილებას, საქართველო არ შეუერთდეს სანქციებს.


NDI-ის კვლევა ორ ეტაპად ჩატარდა, უკრაინაში ომის დაწყებამდე და დაწყების შემდეგ. შედეგების მიხედვით, ომის დაწყების შემდეგ "რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შეზღუდვას მეტი მოქალაქე უჭერს მხარს".




რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები 24 თებერვალს დაიწყო. მეორე დღესვე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ "ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით", საქართველო არ შეუერთდებოდა დაწესებულ სანქციებს.




NDI-მ საზოგადოებრივი აზრის ორივე კვლევა - უკრაინაში ომის დაწყებამდე და დაწყების შემდეგ - შემთხვევითი შერჩევით, სატელეფონო გამოკითხვის გზით ჩაატარა.


პირველი კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 3-15 თებერვალს (2036 ინტერვიუ), ცდომილება იყო 1,8 პროცენტი, მეორე კვლევა კი - 9-20 მარტის პერიოდში (2024 ინტერვიუ), ცდომილება იყო 1,6 პროცენტი.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus