Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

თბილისში გამოჩნდა პლაკატები, რომლებიც რუსეთის მოქალაქეებს საჭირო სერვისებს "სთავაზობს"

თბილისის ცენტრალურ ნაწილში გამოჩნდა ახალი პლაკატები, რომლებიც რუსეთიდან ჩამოსულ მოქალაქეებს ყველა საჭირო სერვისს "სთავაზობს". ინფორმაციის მისაღებად აუცილებელია QR კოდის დასკანერება და ბმულზე გადასვლა.


"ეს არის სამეგობროს ინიციატივა. უკრაინაში დაწყებული ომის გამო დაწესებული სანქციების შემდეგ, რუსეთიდან ჩამოსული ადამიანებისთვის გვინდოდა გვეთქვა სიმართლე... ვიფიქრეთ, როგორ მიგვეტანა ჩვენი სათქმელი - ვიფიქრეთ, რა საჭიროებები ჰქონდათ: ბინის ქირაობა, საბანკო ანგარიშების გახსნა, რესტორნები და ტურები [და ეს გამოვიტანეთ]", - ეუბნება თამარ ყიფიანი რადიო თავისუფლებას.


კოდის დასკანერების შემდეგ, სასურველი სერვისების ნაცვლად, რუსეთის მხრიდან განხორციელებულ აგრესიაზე ჩნდება ინფორმაცია. ორგანიზატორებმა ხუთი სახის ასეთი პლაკატი გამოაკრეს ქალაქში. ზედ რუსულ და ინგლისურ ენებზე არსებული მინაწერები კი დასკანერებისკენ უბიძგებს დაინტერესებულ ადამიანებს.


1. ინფორმაცია გასაქირავებელი სახლების შესახებ - პლაკატს აწერია, რომ ფასდაკლებისთვის უნდა დაასკანერონ კოდი.




დასკანერების შემდეგ, იხსნება ვიდეო, რომელშიც ასახულია, როგორ ტოვებს უკრაინას ატირებული ბავშვი მარტო.




2. ყველა მუსიკალური ღონისძიების შესახებ ინფორმაცია - პლაკატს აწერია, რომ 20%-იანი ფასდაკლებისთვის უნდა დაასკანერონ კოდი.




კოდის დასკანერების შემდეგ, ჩანს კადრები, როგორ ბომბავს რუსეთი უკრაინას.




3. საუკეთესო ტურები საქართველოში - პლაკატს აწერია, რომ პირველი უფასო ტურის მისაღებად საჭიროა დასკანერება.




კოდის დასკანერების შემდეგ, ჩანს ომის დროს გადაღებული კადრები და წარწერა: "ყოველთვის, როცა რუსები "მოგზაურობენ" საქართველოში, ჩვენ იძულებულნი ვართ, გადავინაცვლოთ უსაფრთხო ადგილებში" (ვერსიები: რუსული, ინგლისური).


4. საბანკო ანგარიშების გახსნა - პლაკატს აწერია, რომ კონსულტაციისთვის უნდა დაასკანერონ კოდი.




ამ კოდის დასკანერების შემდეგ, ირთვება ვიდეო, რომელშიც ჩანს "ინსტაგრამის" დაბლოკვის გამო ატირებული რუსი "ინფლუენსერი" მაშინ, როცა უკრაინას რუსეთი ბომბავს.




5. საუკეთესო ქართული რესტორნის დაჯავშნა - პლაკატს აწერია, რომ 20%-იანი ფასდაკლებისთვის უნდა დაასკანერონ კოდი.




კოდის დასკანერების შემდეგ, ჩანს ომის დროს გადაღებული კადრები და წარწერა: "რუსებს უყვართ ქართული სამზარეულო და ღვინო - გენოციდი მადის აღმძვრელია?" (ვერსიები: რუსული, ინგლისური).


იდეის ავტორი ამბობს, რომ ასეთი სულ 1000 პოსტერი აქვთ დაბეჭდილი და მათი გაკვრა წუხელ დაიწყეს. პლაკატები უკვე გამოკრულია თბილისის ცენტრალურ ქუჩებში: ჭავჭავაძის გამზირზე, მელიქიშვილზე, კოსტავაზე, რუსთაველზე. აპირებენ სხვა ქუჩების მოცვასაც.




"გუშინ ამ პლაკატების გაკვრას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, კერძო სექტორში აქვთ სურვილი, რომ საკუთარ სივრცეებში გააკრან ეს პოსტერები", - ამბობს თამარ ყიფიანი.


უკვე 26-ე დღეა, რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებს ატარებს - იბომბება არა მხოლოდ სამხედრო ობიექტები, არამედ საცხოვრებელი სახლები, საავადმყოფოები. დაიბომბა სამშობიარო სახლიც. მსოფლიო რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად აწესებს სანქციებს, საქართველო კი "ეროვნული ინტერესების" მოტივით არ უერთდება მათ.


პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო აქტივისტების ერთი ნაწილის მოთხოვნის მიუხედავად, მოქმედი ხელისუფლება არ ცვლის არსებულ რეგულაციას და რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლა უვიზოდაა შესაძლებელი. როგორც რამდენიმე დღის წინ შინაგან საქმეთა მინისტრმა პარლამენტის ტრიბუნიდან თქვა, დაახლოებით 12 ათასი ასეთი მოქალაქე საქართველოდან არ გასულა.




 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus