Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

დიღმის მასივში, ყოფილ ბავშვთა სახლში მცხოვრებმა დევნილებმა აქცია გამართეს

თბილისის საკრებულოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ზვიად კუპრავამ  დევნილებთან ერთად აქცია გამართა დიღმის მასივში მდებარე საერთო საცხოვრებელთან. აქციის მონაწილეების განცხადებით, დიღმის მასივში, მე-3 კვარტალში, ყოფილ ბავშვთა სახლში მცხოვრებ დევნილებს აქვთ იდენტური პრობლემა, რაც სანატორიუმ „ქართლში" მცხოვრებ დევნილებს. 


აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ „ქართლში" მცხოვრებ დევნილებს და მოითხოვენ ბინებით დაკმაყოფილებას.




სოხუმელი ვიოლა გიგიტაშვილი მედიასთან ამბობს, რომ  შენობა დანგრევამდეა მისული. „არც წყალი გვაქვს ნორმალურად, არც გაზი გვაქვს, შეშის ღუმელები გვიდგას, კვამლით ვაწუხებთ სამეზობლოს. ჩვენც არ ვცხოვრობთ ისეთ პირობებში, როგორიც გვეკუთვნის. მითხრან, რომ არ ვარ მე მაგათი მოქალაქე და მივხედავ ჩემს თავს, როგორც შემიძლია“, - აღნიშნა მან.


გიგიტაშვილმა თქვა, რომ სოზარ სუბარის მინისტრობის დროს მიმართეს ბინებით დაკმაყოფილების მოთხოვნით, თუმცა მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილებულა.


აქციის მონაწილეების თქმით, ყოფილ ბავშვთა სახლში ამჟამად  45-მდე ოჯახი ცხოვრობს.




16 იანვარს თბილისის ზღვის დასახლებაში, ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებმა 52 წლის ზურაბ ჭიჭოშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სამინისტრო ირწმუნება, რომ ყოფილ სანატორიუმში მცხოვრები დევნილები ახალ საცხოვრებელ ფართებს 2022 წელს უპირობოდ მიიღებენ.


„ღირსეული პირობები დევნილებს!“, „30 წელია ვიცდით. როდემდე?“, „აღასრულე კანონი“, - ამ მოთხოვნებით სანატორიუმ „ქართლში“ შესახლებულმა დევნილები აქციები გამართეს.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus