Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, ზემო როკთან ჩამოწოლილმა ზვავმა რუსი სამხედროები მოიყოლა

როკის გვირაბთან ახლოს ზვავი ჩამოწვა, რომლის ქვეშაც რუსეთის სამხედრო ყაზარმა მოექცა. დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, ყაზარმაში იმყოფებოდნენ რუსი ჯარისკაცები, რომლებიც როკის გვირაბს იცავენ. 5 ჯარისკაცი დაკარგულად ითვლებოდა, მათი სამძებრო სამუშაო უკვე 5 საათზე მეტია რაც მიმდინარეობს. ორი მათგანი მალევე იპოვეს და ცხინვალის და ჯავის საავადმყოფოებში გადაიყვანეს, მესამე კი 5 საათიანი ძებნის შემდეგ მძიმე მდგომარეობაში იპოვეს და ჯავის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას ოსური მედია რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქზე დაყრდნობით ავრცელებს.


დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამსახურის გარდა გამწმენდ და სამძებრო სამუშაოებში ჯარისკაცებიც ჩაერთვნენ. ჯერჯერობით ორი ჯარისკაცის კვალს ვერ მიაკვლიეს. ტრანსკავკასიური მაგისტრალი დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო მეორე დღეა უკვე დაკეტილია. უხვი ნალექის გამო, შესაბამისი სამსახურები გზის გაწმენდას ვერ ასწრებენ. ტრანსკავკასიური მაგისტრალი ერთადერთი გზაა, რომელიც ოკუპირებულ რეგიონს რუსეთის ფედერაციასთან აკავშირებს. ავდრის, დიდთოვლობის და ზვავების გამო, ზამთარში მაგისტრალი რამდენიმე დღით იკეტება და ოკუპირებული რეგიონი იზოლირებული რჩება. ეს მაგისტრალი მაღალმთიან რელიეფზე გადის და ზამთრის გარდა, გაზაფხულზე მეწყერიც ქმნის პრობლემებს.


განახლება


ცოტა ხნის წინ ერთი სამხედრო გარდაცვლილი იპოვეს. ჯავის საავადმყოფოში გადაყვანილი ჯარისკაცი კი გარდაიცვალა. 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus