Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

პუტინი აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო "რევაქცინაცია" ჩაიტარა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ხელახლა ჩაიტარა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რუსული ვაქცინით „სპუტინიკ ლაითით“.


რუსული სააგენტო ტასი-ს თანახმად, პუტინმა ამის შესახებ ისაუბრა გამალეის სახელობის მიკრობიოლოგიისა და ეპიდემიოლოგიის ეროვნული კვლევით ცენტრის დირექტორის მოადგილე, დენის ლოგუნოვთან შეხვედრის დროს.

„დღეს თქვენი და თქვენი კოლეგების რეკომენდაციით მე კიდევ ერთი აცრა ჩავიტარე - „სპუტნიკ ლაითით. ამას უკვე რევაქცინაცია ჰქვია“, - თქვა პუტინმა და დასძინა, რომ განმეორებითი აცრის შემდეგ თავს კარგად გრძნობს.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით პირველი აცრა ვლადიმირ პუტინმა 23 მარტს ჩაიტარა, მაგრამ უცნობია, თუ რომელი ვაქცინით აიცრა რუსეთის პრეზიდენტი.

განსხვავებით სხვა ქვეყნების ლიდერებისგან, პუტინმა უარი თქვა ვიდეოკამერის წინ აცრაზე. რუსეთის მოქალაქეებს მოუწევთ, რომ „სიტყვაზე გვენდონო“, - განაცხადა პუტინის აცრის შემდეგ მისმა პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა.





14 აპრილს პუტინმა აცნობა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მეორე აცრა ჩაუტარეს. პუტინმა მოგვიანებით, ივნისში აღიარა რომ აცრა რუსული პრეპარატით Sputnik V-ით ჩაუტარეს.

 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus