Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

კრემლში პირველად გააკეთეს კომენტარი თურქეთის პრეზიდენტისთვის ნაჩუქარ „თურქული სამყაროს“ რუკის თაობაზე

კრემლში წუხილს გამოთქვამენ, რომ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანისათვის ახლახან ნაჩუქარ „თურქული სამყაროს“ რუკაზე, რომლის გვერდითაც თურქეთის ლიდერმა ფოტო გადაიღო, არ დგას წითელი ვარსკვლავი იმის საჩვენებლად, რომ თურქეთის ცენტრი რუსეთში, ალტაიში, მდებარეობს, ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა ტელეკომპანია „როსია 1“-ისათვის მიცემულ ინტერვიუში.



„ჩვენი თურქი პარტნიორები ატარებენ თურქების ერთიანობის იდეას, რაც ნორმალურია. ერთადერთი, რაზეც მე ვწუხვარ, არის ის, რომ რუკაზე თურქული სამყაროს ცენტრში არ დგას წითელი ვარსკვლავი. ის (ცენტრი) არა თურქეთის ტერიტორიაზე, არამედ რუსეთის ფედერაციაში, ალტაიში, ნებისმიერი თურქისთვის იმ წმინდა ადგილზე მდებარეობს, საიდანაც მათი მოდგმა იღებს დასაბამს“, - განაცხადა ინტერვიუში დმიტრი პესკოვმა და დასძინა, რომ ამას ამბობს როგორც თურქოლოგი.



18 ნოემბერს თურქეთის ულტრამემარჯვენე ნაციონალური მოძრაობის პარტიის (MHP) ლიდერმა, დევლეთ ბახჩელიმ, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანს საჩუქრად გადასცა „თურქული სამყაროს“ რუკა, რომელზეც დატანილი აღმოჩნდა რუსეთის დაახლოებით 20 რეგიონი და ჩინეთის ნაწილი.






რუკის მიხედვით, თურქულ სამყაროში მოხვდა ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკები: ჩეჩნეთი, ინგუშეთი, დაღესტანი, ყაბარდო-ბალყარეთი, ყარაჩაი-ჩერქეზეთი და ადიღე, ასევე კრასნოდარის მხარე, როსტოვის ოლქის ნაწილი, ვოლგისპირეთის, აღმოსავლეთ ციმბირისა და იაკუტიის ტერიტორიები.



ამ რუკის გადაცემის შემდეგ, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა მასთან სურათიც გადაიღო, რომლის გამოქვეყნებამ რუსეთის პოლიტიკური წრეების აღშფოთება გამოიწვია.

თავად რეჯეპ ტაიპ ერდოანს და დევლეთ ბახჩელის ამ რუკის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებიათ.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus