Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მიგრანტთა კრიზისს „ევროპის დესტაბილიზაციისკენ მიმართულ უდიდეს“ მცდელობას უწოდებს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ბელარუსული რეჟიმის ქმედება საფრთხეს უქადის მთელ ევროპას. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ვრცელი გამოსვლა მიუძღვნა პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე შექმნილ მიგრანტთა კრიზისს, რომელსაც „ჰიბრიდული ომის“ შემადგენელი ნაწილი უწოდა. „ეს არის პოლიტიკური კონფლიქტი, რომელიც კონკრეტულ მიზნისთვის, ევროპის დესტაბილიზაციისთვის არის ჩაფიქრებული“, - განაცხადა მატეუშ მორავეცკიმ და დასძინა, რომ პოლონეთი ყველაფერს გააკეთებს ევროკავშირის საზღვრების დასაცავად, როგორც იცავდა ევროპის საზღვრებს თავისი ისტორიის განმავლობაში.




 


„ლუკაშენკამ ჰიბრიდული ომი გააჩაღა ევროკავშირის წინააღმდეგ. ეს არის უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ევროპის დესტაბილიზაციის უდიდესი მცდელობა. პოლონეთი არ შეუშინდება შანტაჟს და გააკეთებს ყველაფერს რათა დაიცვას ევროკავშირის საზღვარი. პოლონეთს, ლიეტუვას, ლატვიასა და ესტონეთს სჭირდებათ მხარდაჭერა. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთად, რათა დავიცვათ ევროპა“, - ნათქვამია მატეუშ მორავეცკის მიერ ტვიტერით გავრცელებულ განცხადებაში.


2021 წელს ევროკავშირ-ბელარუსის საზღვარზე თავი იჩინა მიგრანტთა კრიზისმა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ალიაქსანდრ ლუკაშენკამ განაცხადა, რომ ხელისუფლება აღარ დააკავებს უდოკუმენტო მიგრანტებსა და ნარკომოვაჭრეებს, რომლებიც ევროკავშირში მიემგზავრებიან.


ევროკავშირი ბელარუსის ლიდერს, ალიაქსანდრ ლუკაშენკას, ადანაშაულებს ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან მიგრანტების ჩამოყვანასა და ევროკავშირის ქვეყნების - ლიეტუვის, ლატვიისა და პოლონეთის - საზღვართან მათ გადაყვანაში, რაც წარმოადგენს მინსკის მხრიდან შურისძიებას იმ სანქციებისთვის, რომელიც ევროკავშირმა ბელარუსის რეჟიმს დაუწესა 2020 წლის 9 აგვისტოს შემდგომ დაწყებული აქციების ძალის გამოყენებით დაშლისა და მასშტაბური რეპრესიების გამო.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus