Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ბაჰრეინი და არაბთა საამიროები ავღანეთიდან ევაკუირებულებს დახმარებას სთავაზობენ

ბაჰრეინმა განაცხადა, რომ გახსნის თავის აეროპორტებს ფრენებისთვის ავღანეთიდან ევაკუირებული ხალხისთვის, ხოლო არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა განაცხადა, რომ დროებით მიიღებს ავღანელ ლტოლვილებს, რადგან ევაკუირებულთათვის განკუთვნილი სივრცეები, რომელიც აშშ-ს ეკუთვნის ყატარში, გაივსო.


21 აგვისტოს ეს განცხადებები გაკეთდა ერთ დღეში მას მერე, რაც საევაკუაციო ფრენები დროებით შეჩერდა, რათა დანიშნულების და სატრანზიტო პუნქტებს საშუალება ჰქონოდათ ჩამომსვლელთა დიდი რაოდენობა მიეღოთ.


ყატარის ობიექტები სწრაფად გაივსო, როცა ვაშინგტონი ჩქარობდა, დადგენილ ვადაში მოესწრო აშშ-ის ჯარების, უცხოელების და მოკავშირე ავღანელი მოქალაქეების ავღანეთიდან გამოყვანა 31 აგვისტოსთვის.


ბაჰრეინმა 21 აგვისტოს განაცხადა, რომ ის "უფლებას აძლევს ფრენებს, გამოიყენონ ბაჰრეინის სატრანზიტო სივრცე", ხოლო არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა განაცხადა, რომ მიიღებს 5000-მდე ავღანელს "მათ სხვა ქვეყნებში გამგზავრებამდე".


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის, თქმით, ათეულზე მეტი ქვეყანა თანახმაა, მიიღოს საფრთხის ქვეშ მყოფი ავღანელები დროებით მაინც, ხოლო კიდევ ათეული ქვეყანა თანახმაა, რომ იყოს სატრანზიტო პუნქტი ევაკუირებულთათვის.


აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, სატელევიზიო მიმართვისას 20 აგვისტოს განაცხადა, რომ 14 აგვისტოს შემდეგ, ანუ ერთი დღით ადრე, სანამ თალიბანის ძალები დაიპყრობდნენ ხელისუფლებას, დაახლოებით 13 000 ადამიანი იქნა გადმოყვანილი ავღანეთიდან.


ბაიდენმა განაცხადა, რომ 18 000-ზე მეტი ადამიანი საჰაერო საშუალებით იქნა გადმოყვანილი გასულ თვეში, და კიდევ ათასობით ადამიანის ევაკუაცია მოხერხდა კერძო ჩარტერული ფრენებით, რომლებიც "აშშ-ის მთავრობის ხელშეწყობით განხორციელდა".

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus