Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

უგულავა განმარტავს - რატომ იყრის კენჭს ფოთში ენმ-ის 5 ნომრით  

ოპოზიციის ერთმა ნაწილმა ფოთის მერობის საერთო კანდიდატად თბილისის ყოფილი მერი, გიგი უგულავა წარადგინა.


21 აგვისტოს ფოთში გამართულ პრეზენტაციაზე უგულავამ განაცხადა, რომ 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების გადამწყვეტი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ყოვლად უსაფუძვლოა საარჩევნო ნომერთან დაკავშირებული დისკუსია.


„ძალიან ბევრი მეკითხება ჩემს პოლიტიკურ გეგმებზე - რას აპირებ, ან რატომ მიიღე ეს გადაწყვეტილება, ან რატომ 5 ნომერი? როდესაც ჩვენ ვისაუბრეთ ჩემთან დაკავშირებით, რომ ფოთში უნდა წამოვსულიყავი, ნიკამ (მელიამ) შემომთავაზა - კი ბატონო, იქნებ, ნეიტრალური ნომერი აიღოო, რაზეც მე თვითონ ვთქვი უარი.


უარი ვთქვი იმიტომ, რომ არ არის დრო ყალბი კეკლუცობის, არ არის დრო კომპლექსების ტირაჟირების; არამედ არის ბრძოლის, ბრძოლის და მხოლოდ ბრძოლის დრო... არ არის დრო, გავარჩიოთ - ის ნომერი მინდა, ეს ნომერი მინდა... სულ ერთია.


ის ნომერი უნდა იყოს, რომელიც გამარჯვებას მოიტანს; ის ნომერი უნდა იყოს, რომელიც მოიტანს განვითარებას; ის ნომერი უნდა იყოს, რომელიც დაამარცხებს ოლიგარქიას. იქნება ეს 5 ნომერი?! იყოს 5 ნომერი. იქნება ეს სხვა ნომერი?! იყოს სხვა ნომერი“, - მიმართა გიგი უგულავამ კანდიდატად მისი წარდგენის ღონისძიებაზე ფოთში შეკრებილ მხარდამჭერებს.


მან ასევე განაცხადა, რომ 2 ოქტომბრის არჩევნები წარმოადგენს „რეფერენდუმს“, რომელში გამარჯვებისთვისაც აუცილებელია ამომრჩევლების მაქსიმალური აქტიურობა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ.


„მინდა მარტივად გითხრათ - გამარჯვების ფორმულა არის: შემოხაზეთ ნებისმიერი (პარტია) 41-ის გარდა და, შესაბამისად, ჩვენ მოვიგებთ ამ რეფერენდუმს“, - განაცხადა უგულავამ.


ფოთის მერობის კანდიდატად გიგი უგულავა საზოგადოებას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ წარუდგინა.


მელიას თქმით, ვერც ბიძინა ივანიშვილი უარყოფს, რომ უგულავამ „თბილისი მნიშვნელოვნად, სასიკეთოდ წინ წასწია“ და „როგორც გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი“, უგულავა იმავეს გააკეთებს ფოთშიც.


„დავივიწყოთ ნებისმიერი პოლიტიკური პარტია. აღარაა ეს პარტიული ბრძოლა, ესაა საზოგადოების ბრძოლა. ჩვენ, როგორც საზოგადოების წევრები, ამ ბრძოლაში სხვადასხვა ამპლუით ვართ ჩაბმული“, - განაცხადა მელიამ.


გიგი უგულავამ "ევროპული საქართველო" 2020 წლის არჩევნების შემდეგ, პარტიის სხვა რამდენიმე წევრთან ერთად დატოვა. "ევროპული საქართველო" ერთ-ერთია იმ ოპოზიციურ პარტიებს შორის, რომლებიც მომავალ არჩევნებში მხარს უჭერენ საერთო კანდიდატებს.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus