Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

გერმანია განიხილავს ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის 4 ივლისამდე გადმოწევის თემას

მედიის თანახმად, გერმანია განიხილავს გეგმას, რომ თავისი ჯარების ავღანეთიდან გამოყვანა 4 ივლისისთვის გადმოიწიოს.


გერმანიის საინფორმაციო სააგენტო dpa-ს და საფრანგეთის AFP-ს  21 აპრილს მოჰყავთ თავდაცვის მინისტრის წარმომადგენელის ნათქვამი, რომ რომ კანონმდებლები ინფორმირებულები არიან ამ გეგმის შესახებ და რომ მიმდინარეობს კონსულტაციები ნატოსთან.


"ახლანდელი მოსაზრება მდგომარეობს იმაში, რომ შემცირდეს ჯარების გამოყვანის პერიოდი. გამოყვანის თარიღად განიხილება 4 ივლისი, განუცხადა მინისტრის წარმომადგენელმა AFP-ს და ხაზი გაუსვა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ნატოს მიერ იქნება მიღებული.


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, გასულ კვირას განაცხადა შეერთებული შტატების მიერ ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის შესახებ 11 სექტემბრამდე, ანუ ოთხი თვის შემდეგ შეერთებული შტატების ყოფილი ადმინისტრაციისა და თალიბებს შორის შეთანხმებული ვადიდან, რომლის მიხედვითაც ეს 1 მაისამდე უნდა მომხდარიყო.


გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერმა, ომისგან განადგურებული ქვეყნიდან თავისი ქვეყნის ჯარების გამოსაყვანად, ადრე შუა აგვისტოს ვადა დათქვა. 


დოჰას შეთანხმების თანახმად, უცხოეთის ჯარებს ავღანეთი 1 მაისამდე უნდა დაეტოვებინათ - თალიბანის  მხრიდან უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ, როგორიცაა ალ-ყაიდასთან კავშირების გაწყვეტა და უცხოელი ტერორისტების შეფარებაზე უარის თქმა. თალიბანმა იმის პირობაც დადო, რომ მოელაპარაკებოდა ქაბულს ცეცხლის შეწყვეტისა და ძალაუფლების განაწილების შესახებ.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus