Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი წინასწარ გამოუცხადებელი ვიზიტით ეწვია ავღანეთს, როცა ამ ქვეყნიდან ჯარის გაყვანის ვადა ახლოვდება

21 მარტს, აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ლოიდ ოსტინი ქაბულში ჩაფრინდა. ეს მისი, როგორც პენტაგონის ხელმძღვანელის, პირველი ვიზიტია ავღანეთში. ოსტინის გამოუცხადებელი ვიზიტი ავღანეთში იმართება ამ ქვეყნიდან დასავლეთის ჯარის გაყვანის ვადის გასვლამდე რამდენიმე კვირით ადრე, რაც თალიბანთან აშშ-ის მიერ მიღწეული შეთანხმების პირობაა.


აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გასულ კვირას სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ ვაშინგტონისთვის "რთული" იქნებოდა ავღანეთიდან ჯარების გამოყვანა 1 მაისის ვადისთვის, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, ადმინისტრაციასა და თალიბანს შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე იქნა დადგენილი.


ბაიდენმა განაცხადა, რომ დადგენილმა ვადამ რომც გადაიწიოს, ის "დიდად არ გახანგრძლივდება".


ქაბულში ავღანეთის პრეზიდენტთან, აშრაფ ღანისთან მოლაპარაკების შემდეგ, ოსტინმა უარი თქვა ჯარის გაყვანის ვადაზე კომენტარი გაეკეთებინა: „ეს ჩემი უფროსის სფეროა“, თქვა მან, "ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტმა (ბაიდენმა) უნდა მიიღოს დროის რომელიმე მომენტში იმის მიხედვით, თუ როგორ სურს ამ საკითხს მომავალში მიუდგეს“, თქვა ოსტინმა.


თალიბანმა 19 მარტს გააფრთხილა მოსალოდნელი შედეგების შესახებ იმ შემთხვევაში, თუ ვაშინგტონი დადგენილ ვადებში არ ჩაეტეოდა.


სუჰაილ შაჰინმა, თალიბანის გუნდის წევრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თუ აშშ-ის ჯარები 1 მაისის შემდეგაც დარჩება, "ეს, გარკვეულად,  შეთანხმების დარღვევა იქნება. ეს დარღვევა ჩვენი მხრიდან არ არის... მათი მხრიდან დარღვევას რეაქცია მოჰყვება"


ავღანეთის ხელისუფლება თალიბანს ადანაშაულებს იმაში, რომ მათ ძალიან ცოტა გააკეთეს იმისთვის, რომ შეეჩერებინათ ძალადობა მას შედეგ, რაც ყატარში, სექტემბერში, შიდა-ავღანური  მოლაპარაკებები დაიწყო.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus