Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

შვილიშვილის თანაკლასელებზე ძალადობაში ბრალდებულ ქალს სასამართლომ 4000-ლარიანი გირაო შეუფარდა

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ქალს, რომელსაც გამოძიება შვილიშვილების თანატოლებზე ძალადობას ედავება, 4000-ლარიანი გირაო შეუფარდა. გადაწყვეტილება სასამართლომ დღეს გამოაცხადა.


თავდაპირველად სხდომა ღია რეჟიმში მიმდინარეობდა, თუმცა ბრალდების მხარემ სხდომის დახურვის შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა. პროცესზე ბრალდებული ადვოკატის გარეშე იყო მისული. მან სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.


ბავშვებზე ძალადობის შემთხვევა 2020 წლის ნოემბერში მოხდა და მედიაში 4 თვის შემდეგ გაშუქდა. მობილური ტელეფონით გადაღებულ ვიდეოში, რომელიც დაახლოებით 4 წუთს გრძელდება, ჩანს მიწაზე გვერდიგვერდ დაჩოქილი ორი მეექვსეკლასელი ბიჭი, რომლებსაც უფროსები თანაკლასელისთვის ბოდიშის მოხდას აიძულებენ. იქვე დგას მათი კლასელიც.




გამოძიების ინფორმაციით, რომ 2020 წლის 4 ნოემბერს, სკოლის მოსწავლეებს შორის წარმოშობილი კონფლიქტის გამო, მე-6 კლასის მოსწავლეებმა თანაკლასელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ასევე აიძულეს, დაეჩოქა და თანაკლასელებისთვის ბოდიში მოეხადა. აღნიშნული ფაქტი ცნობილი გახდა მოსწავლის ბებიისთვის, რომელმაც 2020 წლის 8 ნოემბერს შვილიშვილის ორი თანაკლასელი ანალოგიური მეთოდით, მათი ნების საწინააღმდეგოდ, დააჩოქა მუხლებზე და თავისი შვილიშვილისთვის ბოდიში მოახდევინა.


აღნიშნული ფაქტის მობილურით იღებდა ძალადობის მსხვერპლი ერთ-ერთი არასრულწლოვნის მშობელი. პროკურატურა ძალადობაში ბრალდებულ ბებიას სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (იძულება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 18 თვემდე თავისუფლების აღკვეთას.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus