Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

საგარეო საქმეთა სამინისტრო ნატალია საბანაძის გადადგომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელის, ნატალი საბანაძის გადადგომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მას მადლობას უხდის. საბანაძემ გადადგომის შესახებ განცხადება "ფეისბუკით" გაავრცელა და მიზეზებზე არ ისაუბრა.


"უწყების ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, ელჩს გადაწყვეტილი ჰქონდა თანამდებობის დატოვება ასოცირების საბჭოს შემდგომ, რომელიც მიმდინარე წლის 16 მარტს გაიმართა", - ვკითხულობთ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, სადაც აღნიშნულია, რომ ეს შეხვედრა ქვეყნისთვის წარმატებული იყო.


უკავშირდება თუ არა მისი გადაწყვეტილება ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებსა და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტს - რადიო თავისუფლებას მან უთხრა, რომ ამ ეტაპზე მეტ კომენტარს არ აკეთებს.




ბრიუსელში 16 მარტს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე ევროკავშირის მხრიდან აღნიშნეს საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დაძლევის მნიშვნელობაც - თუმცა კრიზისის თემა არა ასოცირების საბჭოს სხდომაზე, არამედ ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრებისას იყო წამყვანი.


რამდენიმე თვეში 8 წელი უნდა შესრულებულიყო, რაც საბანაძე ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს სრულუფლებიან ელჩად და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელად მუშაობს. ის ამ თანამდებობაზე 2013 წლის მაისში დაინიშნა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus