Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ევროკავშირი მოუწოდებს თურქეთს, დაუბრუნდეს ქალთა დაცვის ხელშეკრულებას

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურმა ლიდერმა და ევროკომისიის თავმჯდომარემ გააკრიტიკეს თურქეთის გადაწყვეტილება, გამოვიდეს ქალთა დაცვის სტამბოლის კონვენციიდან და მოუწოდეს ანკარას, დაუბრუნდეს ხელშეკრულებას.


ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს, ევროკომისიის, ხელმძღვანელმა, ურზულა ფონ დერ ლაიენმა, სტამბოლის კონვენციაზე ხელისმომწერ ყველა ქვეყანას მოუწოდა, რატიფიცირება გაუკეთონ ხელშეკრულებას ტვიტერში 21 მარტს.


„ქალებს დაცვისათვის სჭირდებათ მტკიცე სამართლებრივი საფუძველი“, განაცხადა ფონ დერ ლაიენმა და დასძინა, რომ „ქალების მიმართ ძალადობა დაუშვებელია“.


ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ხელმძღვანელმა, ჟოზეპ ბორელმა სინანული გამოთქვა ანკარის გადაწყვეტილების გამო და თურქეთს მისი გაუქმებისკენ მოუწოდა. „იმედი გვაქვს, თურქეთი კვლავ შეუერთდება ქალებისა და გოგონების დაცვის ხელშეკრულებას, რომელიც 21-ე საუკუნეში ადამიანის უფლებათა დაცვის, მშვიდობის, უსაფრთხოებისა და თანასწორობის ფუნდამენტური ელემენტია“, დასძინა ბორელმა.


ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, მარია რაიჩინოვიჩ ბურიჩმა, გადაწყვეტილებას უწოდა „გამანადგურებელი“. მისი თქმით, „ეს ნაბიჯი უდიდესი უკუსვლაა და განსაკუთრებით სამწუხაროა, რადგან საფრთხეს უქმნის ქალთა დაცვას თურქეთში, ასევე ევროპასა და მის გარეთ“.


ე.წ. სტამბოლის კონვენციის დატოვების შესახებ პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანის განკარგულება შაბათს გამოქვეყნდა.


საერთაშორისო ხელშეკრულება ევროსაბჭომ შეიმუშავა 2011 წელს და მისი მიზანია ძალადობისგან ქალების დაცვა და მასთან ბრძოლა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს სტამბოლში. თურქეთის სახელით მას ხელი მოაწერა ერდოანმა, მაშინდელმა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus