Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ივანე მაჭავარიანი: არ დაგიმალავთ, ჩემთვის უმჯობესი იქნებოდა, დღეს ოპოზიცია სხდომაზე ყოფილიყო

ის, რომ არჩევნები არ არის გაყალბებული, ოპოზიციამ ძალიან კარგად იცის, მათთვის არჩევნების შედეგი არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ მათი დიდი ნაწილი პარლამენტში შემოსულიყო, – განაცხადა ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ივანე მაჭავარიანმა მედიასთან ოპოზიციის პარლამენტში არშემოსვლის ფაქტის კომენტირებისას.

მისი განცხადებით, მმართველმა პარტიამ მაქსიმუმი გააკეთა მოლაპარაკებების გზით კონსენსუსის მისაღწევად.

„თუ რამეში არ არის „ქართული ოცნების” ბრალი, ეს არის ის, რომ დღეს ოპოზიცია აქ არ არის. ის, რომ არგაყალბებულ არჩევნებზე ეთქვა, რომ გაყალბებულია, ეს აბსურდია. ის, რომ არჩევნები არ არის გაყალბებული ოპოზიციამ ძალიან კარგად იცის. არჩევნების შედეგი მათთვის არ აღმოჩნდა საკმარისი პარლამენტში შემოსვლისთვის. ეს სერიოზული პრობლემაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემა არჩევნების ჩატარებას უკავშირდება. ეს ნიშნავს, იმას, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრი ნაწილდება ისე, იქმნება ისეთი ლანდშაფტი, რომელიც სამწუხაროდ, ხელს უშლის კონსენსუსის მიღწევას. არ დაგიმალავთ, ჩემთვის უმჯობესი იქნებოდა, დღეს ოპოზიცია სხდომაზე ყოფილიყო, ასევე დასწრებოდა ბიუჯეტის განხილვას, არა იმიტომ, რომ მსიამოვნებს, არამედ იმიტომ, რომ თუ არსებობს პატარა შანსი მაინც, რომ იქნება იმგვარი კრიტიკა, რომელიც რაღაც საკითხს გადაგვახედებს, გვაიძულებს უკეთესად გავაკეთოთ, ეს კრიტიკა უნდა გამოვიყენოთ. ჩვენ გვჭირდება ჯანსაღი კრიტიკა, 80-90%-ის შემთხვევაში, ვიცით, რომ ეს კრიტიკა უსაფუძვლო, პოპულისტურია და ემსახურება სპეკულაციებს, მაგრამ 3%-იც რომ იყოს ჯანსაღი კრიტიკისა, იმსახურებს, რომ აისახოს ბიუჯეტში და ეკონომიკის განვითრებში”, – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus