Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

რუსეთმა ქვეყანაში შესვლა აუკრძალა დიდი ბრიტანეთის 25 წარმომადგენელს

რუსეთმა თავის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა დიდი ბრიტანეთის 25 წარმომადგენელს. ამის შესახებ 21 ნოემბერს განცხადებით გამოვიდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი, მარია ზახაროვა.


მისი თქმით, ეს არის საპასუხო ზომა ბრიტანეთის მთავრობის მიერ მანამდე მიღებულ სანქციებზე რუსეთის 25 ოფიციალური პირის მიმართ, მაგნიტსკის საქმესთან დაკავშირებით. ზახაროვამ ბრიტანეთის სანქციებს უწოდა "სხვა სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევის და რუსეთის მართლმსაჯულების სისტემაზე ზეწოლის მცდელობა".


ლონდონის სანქციების ქვეშ მოხვედრილი რუსების სია ივლისის დასაწყისში გამოქვეყნდა. ის მოიცავს პირებს, რომლებსაც ბრიტანეთი მიიჩნევს კავშირის მქონედ იურისტ სერგეი მაგნიტსკის სისხლისსამართლებრივ დევნასა და მის სიკვდილთან მოსკოვის საპატიმროში 2009 წელს. სხვებს შორის, სიაში არიან რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი ალექსანდრ ბასტრიკინი და მოსამართლე ალექსეი კრივუროჩკო. ეს არის პირველი სანქციები, რომლებიც ბრიტანეთმა სხვა ქვეყნის მოქალაქეების მიმართ შემოიღო მას შემდეგ, რაც ევროკავშირი დატოვა.


ბრიტანეთის იმ მოქალაქეების სია, რომლებსაც რუსეთის სანქციები შეეხო, არ გამოქვეყნებულა.


ასევე 21 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 2021 წლის ბოლომდე გაახანგრძლივა ე.წ. კონტრსანქციების მოქმედების ვადა - ემბარგოსი რუსეთში ევროკავშირის წევრი და სხვა სახელმწიფოებიდან კვების რიგი პროდუქტების შეტანაზე. "კონტრსანქციები" ეხება ქვეყნებს, რომლებმაც მოსკოვს დაუწესეს სანქციები ყირიმის ანექსიის და უკრაინის საქმეებში ჩარევის გამო. რუსეთის "კონტრსანქციები" 2014 წლიდან მოქმედებს და პროდუქტებს, რომლებსაც ისინი ეხება, ანადგურებენ.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus