Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ISFED-მა კოორდინატორები ქუთაისის საარჩევნო უბნებზეც დააფიქსირა

„სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“(ISFED) დამკვირვებლებმა მმართველი პარტიის კოორდინატორები დააფიქსირეს ქუთაისის მე-15 და 90-ე საარჩევნო უბნებზე. კოორდინატორები უბანზე მისულ ამომრჩევლებს აღრიცხავდნენ. კანონი არ კრძალავს კოორდინატორების ყოფნას უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე და არა თავად უბნებზე.


„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელის, ზაალ გორგიძის ინფორმაციით, ორგანიზაციის დამკვირვებლებმა საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრები დაწერეს 4 უბანზე დაფიქსირებული დარღვევების გამო. 2 შეეხება გადასატან საარჩევნო ყუთს. გორგიძის განმარტებით, დაირღვა წილისყრის და ჩანაწერთა წიგნის შევსების პროცედურები.


17:00 საათისთვის ქუთაისში ამომრჩეველთა აქტივობა 17% იყო, რაც 31 ოქტომბრის კენჭისყრის დღის 17:00 საათის აქტივობაზე 22%-ით ნაკლებია.


ქუთაისში პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის და მერის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.


პარლამენტის არჩევნების მეორე ტურში გავიდნენ „ქართული ოცნების“ კანდიდატი ზაზა ლომინაძე და „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის" კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, ხოლო მერის არჩევნების მეორე ტურში ამავე საარჩევნო სუბიექტების კანდიდატები იოსებ ხახალეიშვილი და გრიგოლ შუშანია.


ოპოზიციური ბლოკის მიერ მეორე ტურისთვის გამოცხადებული ბოიკოტის მიუხედავად, მისი კანდიდატები საარჩევნო ბიულეტენში არიან, რადგან კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მეორე ტურის წინ კანდიდატურის მოხსნას.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus