Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

NDI იწყებს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების ხანგრძლივვადიან დისტანციურ დაკვირვებას

„ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა" (NDI) ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გრძელვადიანი დისტანციური დაკვირვების დაწყების შესახებ დღეს, 21 სექტემბერს, განაცხადა. როგორც NDI აღნიშნავს, პროგრამა აგვისტოში გამოქვეყნებული წინასაარჩევნო ანგარიშის (Georgia Election Watch) მიგნებებსა და რეკომენდაციებს დაეფუძნება და საჭიროების შემთხვევაში მეორე ტურების ჩათვლით გაგრძელდება.



განცხადებაში ვკითხულობთ, რომ NDI-ს ანალიტიკოსების გუნდში გაერთიანებულია შვიდი ხანგრძლივვადიანი დამკვირვებელი და პროგრამის დირექტორი. ისინი შეისწავლიან არჩევნებთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხს, მათ შორისაა: საარჩევნო კამპანია, საარჩევნო ადმინისტრაცია, მედია და საინფორმაციო სივრცე, გენდერი და ჩართულობის საკითხები და კორონავირუსის გავლენა არჩევნებზე. თითოეულ ამ საკითხზე პროგრესისა და გამოწვევების შესაფასებლად, ხანგრძლივვადიანი დამკვირვებლები თბილისში მყოფ ასისტენტებსა და NDI-ს თანამშრომლებთან ერთად დისტანციურად იმუშავებენ და სხვადასხვა საინფორმაციო და ანალიზის ონლაინპლატფორმას გამოიყენებენ. NDI შეგროვებულ მონაცემებს შუალედურ და არჩევნების შემდგომ ანგარიშებში გამოიყენებს, რათა ხელი შეუწყოს საქართველოში საარჩევნო პროცესების გაძლიერებას.



NDI აცხადებს, რომ საერთაშორისო ხანგრძლივვადიანი დისტანციური სადამკვირვებლო მისია მიუკერძოებლად და პროფესიონალურად, საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო დაკვირვების პრინციპების შესახებ დეკლარაციის შესაბამისად იმუშავებს.


პროგრამა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და ფონდის „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED) მხარდაჭერით ხორციელდება.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus