Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ჩინეთმა საპასუხო სანქციები დაუწესა აშშ-ის უწყებას, ელჩსა და კანონმდებლებს

ჩინეთმა „შესატყვისი სანქციები“ გამოაცხადა აშშ-ის უწყების, ელჩისა და სამი მაღალი რანგის რესპუბლიკელი კანონმდებლის წინააღმდეგ - პასუხად ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ სავიზო შეზღუდვებსა და აქტივების გაყინვაზე, რაც ვაშინგტონმა შემოიღო ჩინეთში უიღურების უფლებების დარღვევის გამო.


პეკინის სანქციები გავრცელდება ჩინეთის საკითხებში აშშ-ის კონგრესის აღმასრულებელ კომისიაზე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ელჩზე რელიგიის თავისუფლების საკითხებში, სემ ბრაუნბეკზე, რესპუბლიკელ სენატორებზე მარკო რუბიოსა და ტედ კრუზზე და რესპუბლიკელ კონგრესმენ კრის სმითზე, განაცხადა 13 ივლისს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.


ჩინეთის საკითხებში კონგრესის აღმასრულებელი კომისია ზედამხედველობას უწევს ჩინეთში ადამიანის უფლებების დაცვასა და კანონის უზენაესობის განვითარებას და ის ყოველწლიურ ანგარიშებს წარუდგენს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს.


პეკინმა ეს ნაბიჯი გადადგა მას შემდეგ, რაც 9 ივლისს ვაშინგტონმა ჩინეთის მაღალი რანგის ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციები დააწესა უიღურებისა და სხვა, ძირითადად მუსლიმი, უმცირესობების მიმართ ადამიანის უფლებების „შემაძრწუნებელი და სისტემატური“ დარღვევების გამო სინძიანის რეგიონში.


აშშ-ის სანქციები შემოღებულ იქნა ვაშინგტონსა და პეკინს შორის სერიოზული დაძაბულობის ფონზე, რაც დაკავშირებულია იმასთან, თუ როგორ ებრძვის ჩინეთი კორონავირუსის პანდემიას და ჰონგ-კონგის მიმართ პოლიტიკის გამკაცრებასთან.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus