Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა დეპუტატ კობა კობალაძის შვილს

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, კობა კობალაძის შვილს, დავით კობალაძეს და მასთან ერთად დაკავებულ 5 მოქალაქეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.


მოსამართლემ ზვიად შარაძემ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის მოთხოვნა ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების ან ალტერნატივის სახით 2 000, 5 000, 10 000 ლარი გირაოს შეფარდების შესახებ.


პროკურატურის ვერსიით, დავით კობალაძე სხვა 5 პირთან ერთად, შურისძიების მოტივით, თავს დაესხა 23 წლის ბიჭს. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, დეპუტატის შვილმა და სამმა დაკავებულმა ბიჭს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ორმა დაკავებულმა კი ცივი იარაღით დააზიანა. გარდა ამისა, გამოძიება ერთ პირს მძიმე დანაშაულის დაფარვას ედავება.


საგამოძიებო უწყებებმა ამ საქმეში მონაწილე პირების დაკავება მას შემდეგ დაიწყეს, რაც ინფორმაცია ერთ-ერთი ტელეკომპანიის ანონსში გავიდა. ეს ინფორმაცია თავად შინაგან საქმეთა სამინისტრომაც დაადასტურა.


საქმეზე დაკავებულია სულ 6 პირი, ერთზე კი ძებნაა გამოცხადებული. დეპუტატის შვილსა და კიდევ ერთ დაკავებულს სამართალდამცავები ჯგუფურ ძალადობას (სსსკ-ის 126-ე მუხლი, პირველი პრიმა პუნქტი, "ბ" ქვეპუნქტი) ედავებიან, რომლისთვისაც ჯარიმა ან ორ წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული. ერთ პირს იმავე მუხლისა და ცივი იარაღის ტარებას (სსსკ-ის 238-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილი) ედავებიან, რისთვისაც 3 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული. პროკურატურამ განზრახ მძიმე დაზიანების (სსსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის "ე" ქვეპუნქტი) მუხლით წაუყენა ბრალი ორ დაკავებულს. მათ 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. მძიმე დანაშაულის დაფარვის მუხლით (სსსკ-ის 375-ე მუხლის მეორე ნაწილი) ერთ დაკავებულს ერთიდან სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება.


23 წლის ბიჭი თბილისის ცენტრში 24 ივნისს დაჭრეს. ამ საქმეზე 6 პირი კი საგამოძიებო უწყებამ 11 ივლისს ამ თემაზე მომზადებული მასალის ანონსის ეთერში გასვლის შემდეგ დააკავა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus