რამზან კადიროვი მოსკოვის კლინიკაშია ჰოსპიტალიზებული, აქვთ კორონავირუსის ეჭვი
„ინტერფაქსი“ იმოწმებს წყაროს „მოსკოვის სამედიცინო წრეებში“: „ეჭვი აქვთ, რომ კადიროვს კორონავირუსი აქვს, ის მედიკოსთა ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება“.
Baza-ს ცნობით, კადიროვს დაავადებული აქვს ფილტვები. იტყობინებიან, რომ მანამდე ის უჩიოდა სისუსტეს, მაგრამ ამას ჩვეულებრივ გაციებად მიიჩნევდნენ, თუმცა უკანასკნელ დღეებში მისი მდგომარეობა სწრაფად უარესდებოდა.
„ტელეგრამის“ კიდევ ერთ არხზე გავრცელებული ინფორმაციით, რომელიც „ჩეჩნეთის სამთავრობო წყაროებს“ ეყრდნობა, კადიროვთან ერთად ჰოსპიტალიზებულია რეგიონის ჯანდაცვის მინისტრი ელხან სულეიმანოვი. „კავკაზსკი უზელი“ შენიშნავს, რომ ჩეჩნეთში ეპიდემიოლოგიური ვითარების შესახებ მონაცემები ტრადიციულად სულეიმანოვმა კი არ გამოაცხადა, არამედ მისმა მოადგილემ. სულეიმანოვის ავადმყოფობის ოფიციალური დადასტურება ჯერჯერობით არ ყოფილა.