Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

შსს-ს თანამშრომელს, რომლის იარაღითაც ქალი გარდაიცვალა, ბრალი დაუმძიმდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს, რომლის უმისამართოდ ნასროლი იარაღით ქალი გარდაიცვალა, ბრალი დაუმძიმდა. ახალი მუხლი სასჯელის სახით 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. მათი თქმით, შსს-ს თანამშრომელს ბრალი არაპირდაპირი განზრახვით მკვლელობის მუხლით წარედგინა.

“2020 წლის 19 აპრილს, ს.გ. იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ ბინაში, დაახლოებით 21:00 საათზე, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი ს.გ. გავიდა საცხოვრებელი ბინის აივანზე და როდესაც ქვეყანაში გამოცხადებული იყო საგანგებო მდგომარეობა და მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა იმყოფებოდა საცხოვრებელ სახლებში, თავისი კუთვნილი “ვიკინგ”-ის მოდელის ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა რამოდენიმე გასროლა საცხოვრებელი კორპუსების მიმართულებით. შედეგად, ს გ.-ის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ერთ-ერთი ტყვია თავის არეში მოხვდა საკუთარ საცხოვრებელ ბინაში მყოფ- თ.ა.-ს, რომელიც მიღებული ცეცხლნასროლი ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა”, — აღნიშნავენ პროკურატურაში.

მათივე ცნობით, საქმეზე ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩატარდა, მათ შორის, მოწმეების გამოკითხვა, შემთხვევის ადგილის დათვალიერება, ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა.

უწყებაში ამბობენ, რომ შსს-ს თანამშრომლის სახლიდან გასრილილი ტყვიის 13 მასრა და “ვიკინგის” ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.

მათივე ცნობით, სროლის მანძილზე დანიშნულია ექსპერტიზა და ნიმუშებიც ექსპერტებმა აიღეს.

პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ სროლის მომენტში შსს-ს თანამშრომელი ბინაში მარტო იყო.

“მასთან სტუმრად მყოფმა პირებმა ს.გ.-ს ბინა დატოვეს სროლის განხორციელებამდე რამოდენიმე ხნით ადრე, რაც დაადასტურეს მოწმის სახით გამოკითხვისას როგორც თავად აღნიშნულმა სამმა პირმა, ასევე საცხოვრებელი კორპუსის დატოვების ფაქტი ასახულია კორპუსზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერით”, — აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს დადგენილ ვადაში მიმართავენ.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ შსს-ს თანამშრომელს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარედგინა.

წყარო: on.ge

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus