ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ჰოსპიტალიზებულია 50 წლის ქალი აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ქალაქ გალიდან.
როგორც იტყობინებიან, მას კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნება და ის საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული.
პაციენტის ანალიზები ორშაბათს გაიგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 91 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 18 განიკურნა.