მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზია-რეანიმაციის დეპარტამენტის დირექტორი, მისისიპის უნივერსიტეტის კლინიკური პროფესორი, ზურაბ გურული სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს: “სტატისტიკას რაც შეეხება, სტატისტიკა გაყალბებული კი არ არის, უბრალოდ არ არსებობს. ამჟამად ზუსტ სტატისტიკას ვერავინ დაადგენს, ამიტომ უნდა იმუშავო ლოგიკური ინსტიქტებით. ვისაც ეს ინსტიქტები ჩლუნგი აღმოაჩნდება, განწირულია და გვაქვს ამის მაგალითები უკვე. საყოველთაო სწრაფი ტესტირებით საერთო სტატისტიკის დაზუსტება ...
ევროპის ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნის, გერმანიის ჰესენის რეგიონის ფინანსთა მინისტრმა თავი მოიკლა მას შემდეგ, რაც ახალი კორონავირუსის გამო მოსალოდნელ ეკონომიკურ კრიზისზე ინერვიულა – წერს thenational.ae. 54 წლის თომას შაფერის ცხედრის დათვალიერებისა და გამოძიების შემდეგ, პროკურორმა დაადასტურა რომ მინისტრმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გერმანიაში, დაახლოებით 58 ათასი ადამიანია დაავადებული ახალი კორონავირუსით და აქედან 500-ზე ნაკლები გარდაცვლილი. ...
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ჰოსპიტალიზებულია 50 წლის ქალი აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ქალაქ გალიდან. როგორც იტყობინებიან, მას კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნება და ის საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული. პაციენტის ანალიზები ორშაბათს გაიგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 91 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 18 განიკურნა.