Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

პარლამენტმა მხარი დაუჭირა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას

პარლამენტმა კენჭი უყარა პრეზიდენტის მიერ წარდგენილ დეკრეტს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ და 115 მომხრით მხარი დაუჭირა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, წინააღმდეგი 2 დეპუტატი იყო.


პარლამენტმა ცალკე უყარა კენჭი საგანგებო მდგომარების დროს გასატარებელი ღონისძიებების შესახებ კანონპროექტს და 115 მომხრით არც ერთის წინააღმდეგ ისიც დაამტკიცა.


კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღეს ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც გასული წლის ნოემბრის შემდეგ ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებიან.




საგანგებო მდგომარეობის ამოქმედების შემდეგ, მთავრობას ეძლევა შესაძლებლობა:



იზოლაციის ან კარანტინის წესის დარღვევისთვის პირი იძულებით იქნას გადაყვანილი შესაბამის დაწესებულებაში, წესების დარღვევისთვის გამოყენებული იქნება სანქციები.
საერთშორისო სამგზავრო, საჰაერო, სახმელეთო მიმოსვლაზე წესდება შეზღუდვები, გარდა სატვირთო გადაზიდვისა.
დგინდება საჯარო მიწოდების განსხვავებული წესები და ადმინისტრაციული საქმის წარმოების განსხვავებული წესები და ვადები.
საქართველოს მთვრობას მიეცემა უფლება, აუცილებლობის შემთხვევაში საკარანტინო, საიზოლაციო, სამედიცინო მიზნებისთვის შეზღუდოს საკუთრების უფლება და გამოიყენოს ფიზიკურ ან იურიდიულ პირთა ქონება და მატერიალური საშუალებები.
იზღუდება 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა.
მთავრობას ექნება უფლება, კერძო ორგანიზაციებს, ბიზნესსტრუქტურებს შეუზღუდოს ან დაავალოს კონკრეტული საქმიანობის განხორციელება.
აუცილებლობის შემთხვევაში მთავრობა უზრუნველყოფს მედიკამენტებზე, სამედიცინო მომსახურებასა და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების რეგულირებას.
მთავრობა დაადგენს განათლების შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესებისგან განსხვავებულ წესებსა და პირობებს, საჭიროების შემთხვევში, მთავრობა შეძლებს მოახდინოს შესაბამისი სამედიცინო განათლებისა და უფლებამოსილების მქონე პირთა საყოველთაო მობილიზება.
საქართველოს სასამართლო სხდომები შესაძლებელია გაიმართოს დისტანციურად.




კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს, 15 საათზე გამოაცხადა.


უკვე გამოქვეყნდა პრეზიდენტის დეკრეტი.


დეკრეტი მოიცავს იმ ღონისძიებებს, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში უნდა განხორციელდეს.


21 მარტის 18 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 48 შემთხვევაა დარეგისტრირებული.


21 მარტს კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus