აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის აპარატის თანამშრომელი კორონავირუსით დაინფიცირდა
ამ ფაქტის გახმაურების შემდეგ მაიკ პენსმა განაცხადა, რომ ის და მისი მეუღლე აუცილებლად გაივლიან შემოწმებას კორონავირუსზე.
ვიცე-პრეზიდენტის აპარატის თანანშრომლის შემოწმების შედეგი პარასკევს გახდა ცნობილი. დაინფიცირებული პირის თანამდებობა და ვინაობა არ ხმაურდება.
თავად ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი აშშ-ის კორონავირუსის ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლის შტაბს უდგას სათავეში.