ირანში საპარლამენტო არჩევნები იმართება, უბნების დახურვა ორი საათით გადადეს „ამომრჩეველთა მოზღვავების“ გამო
არჩევნებზე კანდიდატების სიები წინასწარ გაცხრილა მკაცრი ხაზის მიმდევარი სასულიერო პირების ჯგუფმა, რომლებმაც დისკვალიფიკაცია გაუკეთეს ათასობით ზომიერ და რეფორმისტ კანდიდატს.
გუშაგთა საბჭომ არჩევნებზე დაუშვა 7148 კანდიდატი. ცხრა ათას კანდიდატს, მათ შორის 90 კანონმდებელს, უარი ეთქვა კენჭისყრაში მონაწილეობაზე. ირანის პარლამენტს, მაჯლესს, 290 დეპუტატი ჰყავს.
პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ, რომელმაც კრიტიკა გამოთქვა ზომიერი კანდიდატების დისკვალიფიკაციის გამო, თქვა, რომ ირანელები კიდევ ერთ გამარჯვებას მოიპოვებდნენ დიდ რაოდენობისთვის რომ ეყარათ კენჭი.