Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

რა პრობლემებს უქმნის ფერმერებს კახეთის „გვალვიანი თვეები“?

ბოლო ხუთი თვის განმავლობაში კახეთის რეგიონში პრაქტიკულად, არ უწვიმია, მცირე თოვლი კი, მხოლოდ რამდენიმე დღის წამოვიდა, ისიც ყველგან არა. შემოდგომა-ზამთრის ძირითადად მზიანი დღეების გამო წლის ამ დროისთვის უჩვეულო კიდევ ერთ მოვლენა შეინიშნება - მინდვრის თაგვების მომრავლება.


„ფერმერ ქალთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ირინა ფხოველიშვილი გვეუბნება, რომ ფერმერებისთვის, რომლებსაც ხორბალი და ქერი მოჰყავთ, ძალიან რთული პერიოდია:




„ჯერ დათესვის დროს იყო გვალვა, შემდეგ თესლის ამოსვლა გართულდა, ახლა კი თაგვი ანადგურებს. მღრღნელი იმდენად არის გამრავლებული, რომ შხამქიმიკატი აღარ მოქმედებს. თან ნაკვეთს თაგვების საწინააღმდეგოდ ყველა არ ამუშავებს. სპობენ როგორც ერთწლიან ნარგავებს, ასევე მრავალწლიან ხეხილს. ახალ ნერგებს ფესვებს უჭამენ და ხმება“.


ირინა ფხოველიშვილი შენიშნავს, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში, გლობალური დათბობის გამო კლიმატური ზონები კახეთშიც აირია. „ფერმერ ქალთა ასოციაციის“ თავმჯდომარე გამოსავალს აგროტექნიკური ვადების შეცვლასა და ფერმერების სწორად ინფორმირებაში ხედავს:


„ითვლებოდა, რომ ხორბალი უნდა დათესილიყო ოქტომბრის შუა რიცხვებამდე. ახლა ეს პერიოდები ირღვევა, რადგან შემოდგომა აღარ არის. ამიტომ, უნდა დათესო ძალიან ადრე, ან უნდა უყურო, როდის მოვა წვიმა და იმის მიხედვით, მოგვიანებით დაითესოს ხორბალი. ეს არის მეცნიერულად შესასწავლი სპეციალისტების მიერ, რომლებმაც უნდა დადონ ანგარიში და დაასახელონ ახალი ვადები. ძალიან სერიოზული პოლიტიკაა გასატარებელი კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით“.




თუმცა, მაგალითად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ფერმერები, რომლებსაც ხორბალი და ქერი მოჰყავთ, ამბობენ, რომ მოსავლიანობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თვეები მაინც თებერვალი და მარტია და თუ ამ დროს საკმარისი ნალექი არ მოვიდა, მცირე მოსავალს მიიღებენ. „ჩვენი ხორბლის და ქერის გენეტიკაა ასეთი. მაგრამ რაც შეეხება მეცხოველეობას, ეხლა არის ძალიან მძიმე პერიოდი. საძოვარზე ბალახი თითქმის აღარ არის. რა შესაძლებლობებიც იყო, ცხვარმა და ძროხამ მთლიანად აითვისა. ამჟამად მთლიანად ბაგურ კვებაზე არიან და ძალიან ძვირი ჯდება ეს ყველაფერი“, - გვეუბნება დედოფლისწყაროელი ფერმერი ბეჟან გონაშვილი.


გარემოს დაცვის და სოფლის მეურნების სამინისტროს საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრის მთავარი სპეციალისტი ლაგოდეხში, გიორგი გოგრიჭიანი ამბობს, რომ ზამთრის გვალვამ კახეთის რეგიონი შარშან უკვე დააზარალა, როცა უნალექობამ მოსავლიანობა გაანახევრა. გიორგი გოგრიჭიანის რეკომენდაციაა, რომ მათ, ვინც გაზაფხულზე ერთწლიანი კულტურების მოყვანას გეგმავენ, მიწა ახლავე უნდა დაამუშაონ, რადგან ამით ნიადაგი ტენიანობას შეინარჩუნებს:




„გლობალური დათბობა ეს არა მარტო გვალვაა სოფლის მეურნეობისთვის. ეს არის ჭარბი ტენიც, ქარიშხალიც და სეტყვაც. ყოველივე ამის შესახებ ჩვენი სამსახური გასცემს შესაბამის რეკომენდაციებს. აი, ამ ეტაპისთვის მზრალად მოხნული უნდა იყოს ნიადაგი. განსაკუთრებით მაშინ, როცა ნალექი ნაკლებია და მოსალოდნელიც არ არის“.


უნალექო შემოდგომამ და ზამთარმა პრობლემები მხოლოდ სოფლის მეურნეობას არ შეუქმნა. კახეთის რეგიონის მთავარ ქალაქში, თელავში რამდენიმე კვირაა სასმელი წყლის დეფიციტია წყლის დებეტის შემცირების გამო. კახეთში დამშრალია თითქმის ყველა მთის მდინარე. წყალი მინიმუმამდეა დასული ალაზანშიც.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus