Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ზურაბიშვილმა ისრაელის პრეზიდენტისგან ლეგალურად დასაქმების დაჩქარებაზე თანხმობა მიიღო - ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ისრაელში კოლეგას, რუვენ რივლინს შეხვდა.

 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტს რუვენ რივლინს ცირკულარული მიგრაციის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების დაჩქარება სთხოვა და აღნიშნა, რომ ხელშეკრულება, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ისრაელში ლეგალურად დასაქმების პროცესის დაწყების შესაძლებლობას მისცემს, ხელს შეუწყობს საქართველოდან არალეგალური ნაკადის შემცირებას.


როგორც ადმინისტრაცია იტყობინება, ისრაელში საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების პროცესის დაჩქარებაზე საქართველოს პრეზიდენტმა ისრაელის პრეზიდენტისგან თანხმობა მიიღო


ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს ელჩის ლაშა ჟვანიას განცხადებით, ცირკულარული მიგრაციის შესახებ ხელშეკრულების პროექტი პრაქტიკულად მზადაა, თუმცა მის ხელმოწერას საპარლამენტო არჩევნების პროცესმა შეუშალა ხელი.


„აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმება დაეხმარება ასევე ისრაელს საზღვარზე, აეროპორტებში შექმნილი ვითარების დარეგულირებაში, რადგან ბოლო წლებში ხშირია შემთხვევები, როცა ხდება საქართველოს და სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების დეპორტაცია“, - ამბობს ლაშა ჟვანია. მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა ისრაელის პრეზიდენტისგან აღნიშნული ხელშეკრულების ხელმოწერის პროცესის დაჩქარებაზე თანხმობა მიიღო.


შეხვედრის შესახებ სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე“ წერს.


„საქართველოსა და ისრაელს შორის ურთიერთობები არა მხოლოდ ღრმა და ახლოა, არამედ ისტორიულია. განვლილმა 26-მა საუკუნემ ჩამოაყალიბა კავშირი ებრაელ და ქართველ ხალხებს შორის“, - აღნიშნავს პრეზიდენტი.




როგორც პრეზიდენტი მიუთითებს, შეხვედრაზე განხილვის თემა იყო უსაფრთხოება, ვაჭრობა, ინვესტიციები, ტექნოლოგიები და კულტურა.


სალომე ზურაბიშვილმა ისრაელის პრეზიდენტის რეზიდენციაში სტუმრების წიგნში ჩანაწერიც დატოვა.


შეხვედრა იერუსალიმში, საქართველოს სალომე ზურაბიშვილის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, რომელიც ისრაელის სახელმწიფოს მსოფლიო ჰოლოკოსტის მე-5 ფორუმში მონაწილეობის მიზნით შედგა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus