ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა პატრულის დაჭრაში ბრალდებულ გელა ჭაღალიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. „სასამართლო მიიჩნევს, რომ წარდგენილი მტკიცებულებები სრულიად ადასტურებს პროკურატურის შუამდგომლობას აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე. საქმეში არსებობს უამრავი მოწმე“, – განაცხადა გიორგი გრატიაშვილმა. დაკავებულის ინტერესებს სახაზინო ადვოკატი იცავდა. „მძიმე ბრალდებიდან გამომდინარე დაცვა იყო სავალდებულო, აცილებასთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, რომ მასთან არ მქონია კომუნიკაცია, თუ ვერ აიყვანს ადვოკატს, ჩვენ […]
Source