Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

დონალდ ტრამპმა დაამტკიცა სანქციები გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ

აშშ-ის პრეზიდენტმა პარასკევს ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს სანქციებს ყველა იმ კომპანიის წინააღმდეგ, რომლებიც გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობაში მონაწილეობენ. 


 


სანქციები ითვალისწინებს ვიზებზე უარის თქმას, ამერიკაში არსებული ანგარიშების გაყინვას იმ უცხოელი მოქალაქეებისა და ფირმებისთვის, რომლებსაც კავშირი აქვთ რუსეთის მონაწილეობით ორი უდიდესი გაზსადენის - „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ისა და „თურქეთის ნაკადის“ -  მშენებლობასთან.


 


სანქციები წარმოადგენს თავდაცვის ხარჯების შესახებ კანონპროექტის ნაწილს. აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, გერმანიისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების მიზნით მშენებარე გაზსადენს, არაერთხელ უწოდეს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების მუქარა.


 


ამერიკულ სანქციებს სასტიკად აკრიტიკებს გერმანია. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰეიკო მაასმა, აშშ-ის სანქციებს უწოდა „ევროპის მიერ მიღებულ ავტონომიურ გადაწყვეტილებაში ჩარევა“.


 


სანქციები შეიძლება სერიოზულად შეეხოს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მთავარ კონტრაქტორს, შვეიცარიულ-ნიდერლანდურ კომპანია Allseas-ს, რომელიც ბალტიის ზღვის ფსკერზე მილების გამყვან უნიკალურ გემ Pioneering Spirit-ს ფლობს.


 


19 დეკემბერს სენატორებმა ტედ კრუზმა და რონ ჯონსონმა Allseas-ს მისწერეს წერილი, რომლითაც გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკად 2“-ზე მუშაობის გაგრძელების შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგების თაობაზე გააფრთხილეს.


კამპანიამ უკვე განაცხადა, რომ ახალი ამერიკული კანონმდებლობის მოსალოდნელი შედეგების შესახებ ინფორმაციის გადამოწმებამდე, მუშაობას წყვეტს.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus