გადამდგარმა გენერალ-ლეიტენანტმა ბენ ჰოჯესმა "ამერიკის ხმას" უთხრა, რომ საქართველო რეგიონის მნიშვნელოვანი მოთამაშეა, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ უკვე იყოს ნატო წევრი. თუმცა გენერლის თქმით, ბოლო პერიოდში მთავრობის მხრიდან ენთუზიაზმის კლება იგრძნობა.