Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

კახა კალაძე იტალიაში შეკვეთილი ნაძვის ხისა და საახალწლო ილუმინაციების სანახავად წავიდა

თბილისის მერი კახა კალაძე საახალწლოდ შეკვეთილი ნაძვის ხისა და ილუმინაციების სანახავად იტალიაში იმყოფება. როგორც დედაქალაქის მერიაში აცხადებენ დედაქალაქის მერი სამუშაო ვიზიტით იტალიის რესპუბლიკის ქალაქ რეჯიო ემილიას ეწვია:


„კახა კალაძე აღნიშნულ ქალაქში მდებარე კომპანია IDO SRL-ის მიერ თბილისისთვის განკუთვნილი საახალწლო ილუმინაციებისა და ნაძვის

ხის დამზადების ბოლო ეტაპს გაეცნობა. კომპანია IDO SRL-მა „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ გამოცხადებული ტენდერები მოიგო, რომელთა ფარგლებში საახალწლოდ განათდება წმინდა გიორგის მონუმენტი, რუსთაველის გამზირი და ორბელიანის მოედანი, ასევე დაიდგმება ქალაქის მთავარი ნაძვის ხე”, - განმარტავენ თბილისის მერიაში. 


2019 წელს ნაძვის ხის, გასანათებელი მოწყობილობებისა და საშობაო ნაძვის ხის ნათურების შესაძენად თბილსერვის ჯგუფის მიერ გამოცხადებულ 3 სხვადასხვა ტენდერში იტალიურმა კომპანია IDO SRL-მა გაიმარჯვა, რომლისგანაც 2018 წელს თბილისს უკვე ნაყიდი ჰქონდა 2 მილიონ ლარზე მეტის ღირებულების ნაძვის ხის ნათურები, ლამპრები და სანათი ნივთები. 


იტალიური ნაძვის ხე ქალაქს 1 100 000 ლარი დაუჯდება, გასანათებელი მოწყობილობები და ელექტრონათურები - მილიონ-ნახევარზე მეტი. 




 


გარდა იმ სამი ტენდერისა, რომელშიც უკვე გამოვლინდა გამარჯვებული იტალიური კომპანია, საახალწლო სანათებისა და დეკრაციებისთვის თბილსერვის ჯგუფს კიდევ ორი ტენდერი აქვს გამოცხადებული. ერთი მათგანი, რომელიც 467 000 ლარის ღირებულებისაა, 3D გულის, 3D ვარსკვლავის და ქუჩაში განსათავსებელი სხვა დეკორაციების შესყიდვას ისახავს მიზნად, მეორე კი - 477 000 ლარის საახალწლო გასანათებელი მოწყობილობებისა და სტრინგების. 








„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევის თანახმად, 2019 წლის საახალწლო და საშობაო ღონისძიებებზე საქართველოს 5-მა თვითმმართველმა ქალაქმა, თბილისმა, ბათუმმა, ქუთაისმა, რუსთავმა და ფოთმა, ჯამში, დაახლოებით 6.5 მილიონი ლარი დახარჯა ბიუჯეტიდან. ამ თანხის 82% თბილისზე მოდიოდა. 


 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus