Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ბასილაია: იმ ფონზე, როცა ვაჟა ექიმი ტყვეობაშია, სასამართლოს გადაწყვეტილებას არ გავასაჩივრებ

სამოქალაქო აქტივისტები გიგა მაქარაშვილი, ბექა ბასილაია და გიორგი ბუნტური, გორის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, სადაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მათ შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, განსაზღვრულ დღეებს დაჰყოფენ.


ბასილაიას 13, მაქარაშვილს 12 და ბუნტურს 5 დღით მოუწევთ იზოლატორში ყოფნა.


ცოტა ხნის წინ ისინი ადვოკატმა თამარ თედლიაშვილმა მოინახულა. თედლიაშვილით თქმით, იზოლატორში ნორმალური პირობებია და დაკავებულები თავს ცუდად არ  გრძნობენ. გარდა ამისა, ადვოკატი მედიას ბექა ბასილაიას გზავნილსაც აცნობს.


ბასილაია სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ აპირებს და მოსამართლის მიერ განსაზღვრულ ვადას იზოლატორში გაატარებს.


„იმ ფონზე,  როცა ვაჟა გაფრინდაშვილი სეპარატისტებს ტყვეობაში ჰყავთ გაურკვეველი დროით, ბექა ბასილაია არ აპირებს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს, სასჯელის მოხდის შემდეგ კი აქციებს შეუერთდება“, - ამბობს თედლიაშვილი.


გორელი სამოქალაქო აქტივისტები დაკავებულებისთვის აგროვებენ  თანხას, პროდუქტებს და სხვა საჭირო ნივთებს. მათი თქმით, ვადის ამოწურვამდე,  საკუთარ თავზე იღებენ იზოლატორში მყოფი თანამებრძოლების საკვებით უზრუნველყოფას.


18 ნოემბერს დაკავებული 12 პირი სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისათვის და 10 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა (მათ შორის ბექა ბასილაიას  - 13-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა), ერთი პირი დაჯარიმდა -1000 ლარის ოდენობით, ერთ მათგანს კი მიეცა სიტყვიერი შენიშვნა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus