Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ნიკა გვარამია: „რუსთავი 2“-ის უძრავ ქონებაზე ყადაღა EBU-ს მოთხოვნით არის დადებული

„რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ რადიო თავისუფლებას იმ ორგანიზაციის შესახებ აცნობა, რომლის მოთხოვნითაც სამაუწყებლო კომპანიის უძრავი ქონება 2019 წლის 3 ოქტომბერს სასამართლომ დააყადაღა.


„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ჩვენთან საუბარში კრედიტორის დასახელებისგან თავი შეიკავა.


„როგორი საერთაშორისო მოლაპარაკების უნარიც აქვთ, ისეთი ყადაღა ადევს ბატონ სალიას. ეს [კრედიტორი] არის EBU-ს (ევროპის მაუწყებელთა კავშირი), რაც ჯერ საქართველოში არცერთი ტელევიზიისთვის არ გაუკეთებია. ეს არის უპრეცედენტო ამბავი“, - გვითხრა ნიკა გვარამიამ.


როგორც ნიკა გვარამია ამბობს, როდესაც „რუსთავი 2“-ში მუშაობა დაიწყო, მას 5  მილიონ დოლარზე მეტი EBU-ს ვალი დახვდა.


„მოგვიანებით პრაქტიკულად აღარ ვიყენებდით და მოლაპარაკებები გვქონდა ჟენევაში, გადავადებები და ა.შ. იმიტომ, რომ ჩვენ არ გვქონდა ერთად ამდენი თანხა“, - თქვა გვარამიამ. ის ამბობს, რომ სანამ „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი იყო, ქიბარ ხალვაშის მოთხოვნით დადებული ყადაღის გარდა, სამაუწყებლო კომპანიას სხვა ყადაღა არ ჰქონდა, მათ შორის, არც მიმდინარე ვალებზე.


პაატა სალია კი ამბობს, რომ ეს არის ერთ-ერთი კრედიტორის მიერ სასამართლოში დაწყებული დავა, რომელიც წინა მენეჯმენტის პირობებში „ხელოვნურად დაგროვებული დავალიანებიდან გამომდინარეობს“.


თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, 3 ოქტომბერს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის უძრავი ქონება კრედიტორის მოთხოვნით დააყადაღეს.


სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, ორი დაყადაღებული შენობა ქალაქ თბილისში, ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩა #5ა-ში მდებარეობს. სასამართლოს განჩინებით მათი გასხვისება აკრძალულია.


რაც შეეხება კიდევ ერთ ყადაღას, 21 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ „რუსთავი 2“-ის 60%-იანი წილი თანადამფუძნებლების, დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის მოთხოვნით არის დაყადაღებული.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus