Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

პარლამენტის წინ "გავრილოვის პატიმრების" კარავი დაიდგა

პარლამენტის შენობის წინ 20-21 ივნისის, ეგრეთ წოდებული გავრილოვის ღამის საქმეზე დაკავებული პირების კარავი გაიშალა. როგორც პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ ჩალაგაშვილმა განაცხადა, კარავი არის დაკავებული პოლიტპატიმრების მხარდაჭერის ერთ-ერთი ფორმა და პროტესტი 24-საათიან რეჟიმში მათ გათავისუფლებამდე გაგრძელდება.


„ეს კარავი არ დაიდგა ირაკლი ოქრუაშვილისთვის, ეს დაიდგა ყველა პოლიტპატიმრისთვის და ყველა ოპოზიციური პარტიის ვალდებულებაა, მოვიდნენ აქ და გამოხატონ პროტესტი. აქ ვიქნებით ჩვენ, ყველანი, ჩემი პარტიის წევრები. გვექნება ყოველდღიური შეხვედრები სხვადასხვა ადამიანებთან, პოლიტიკოსებთან, რათა ამ სისხლიან ხელისუფლებას შევაგნებინოთ, რომ 21-ე საუკუნეში პოლიტპატიმრები და ადამიანები, რომლებსაც ეს ქვეყანა უყვართ, არ უნდა ისჯებოდნენ“, - განაცხადა გურამ ჩალაგაშვილმა.  


მისი თქმით, 20-21 ივნისის ღამის მოვლენების საქმეზე დაკავებული პირების მხარდასაჭერი კარავი „გამარჯვებული საქართველოსა“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „ამერიკის მხარდამჭერთა ლიგის ინიციატივით“ დაიდგა. ორგანიზატორები არ გამორიცხავენ, რომ უახლოეს მომავალში პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე „გავრილოვის ღამის“ პატიმრების სახელობითი კარვებიც გაჩნდეს.


20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული 19 პირიდან პატიმრობაში ამ დრომდე რჩება 14. საქმე 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით 21 პირის მიმართ აღიძრა. პროკურატურა ბრალდებულებს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობაში ედავება. 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus