Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

გურული მოჯირითე მანჰეტენზე, ვესტ-ვილიჯის მურალზე

მანჰეტენზე, ვესტ ვილიჯის ერთ-ერთი საჯარო სკოლის კედელზე დახატული ხუთი იმიგრანტის მონუმენტურ პორტრეტებზე  ამერიკაში გურული მოჯირითეების ისტორიის მკვლევარმა, ირაკლი მახარაძემ, გურული მხედრის, მშვიდობაძის სახე ამოიცნო. ამის შესახებ “ამერიკის ხმა” იუწყება. 




მშვიდობაძე, ერთერთი იყო ცნობილი ამერიკელი შოუმენის, ბაფალო ბილ ქოუდის მიერ შერჩეული საქართველოს ერთერთი რეგიონის, გურიის ცხენოსნებიდან, რომლებიც  აშშ-ში 1893 წელს ჩავიდნენ. გურულები "რუსი კაზაკების" სახელით 30 წელზე მეტ ხანს გამოდიოდნენ ბაფალო ბილის წარმოდგენებში და ცირკებისა და შოუების არენებზე.




ვესტ ვილიჯის მურალი "თავისუფლების ფერების” სერიის ნაწილია და გასულ წელს, ბრაზილიელმა კედლის მხატვარმა  ედუარდო კობრამ დახატა. იმიგრანტების სახეები 800 კვადრატულ მეტრზეა დახატული. ედუარდო კობრას ნამუშევარი, დიდი პროექტის ერთი ნაწილია. პროექტი “ელის ალიენდიზე” განთავსებულ იმიგრაციის მუზეუმთან თანამშრომლობით განხორხციელდა. “ელის აილენდი” ეს არის კუნძული, რომლის გავლითაც აშშ-ში 12 მილიონზე მეტი იმიგრანტი ჩამოვიდა. ელისის კუნძულზე საიმიგრაციო სამსახური 1892 წელს გაიხსნა და 62 წლის განმავლობაში, დღეში საშუალოდ, 5 000 იმიგრანტს იღებდა. მათ შორის იყვნენ ქართველი იმიგრანტებიც.


 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus