10 მაისს ვისაუბრეთ "აგენტების კანონით" გამოწვეულ პროტესტზე მასწავლებლებში. სტუმრები: ანა კინწურაშვილი, მათემატიკის მასწავლებელი; ლადო აფხაზავა, ჩიბათის საჯარო სკოლის მასწავლებელი; სოფიო გოგოხია, აფხაზეთის N10 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.
9 მაისის გადაცემაში კონკრეტული, მრავალწლიანი გამოკვლევის საფუძველზე, ვისაუბრეთ საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროპეიზაციის სახელით წარმოებულ მზარდი დეევროპეიზაციის პოლიტიკაზე. სტუმარი: ლიკა წულაძე, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, თსუ-ს ასოცირებული პროფესორი.
ბლოგერი უჩა აბაშიძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის.