თბილისში, ლეონიძის ქუჩაზე ნიღბიანმა პოლიციელებმა მოქალაქეს სცემეს, შემდეგ კი დააკავეს. რადიო თავისუფლება შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ელოდება მომხდარზე კომენტარს. მათი პასუხი მიღების შემთხვევაში აისახება ტექსტში.
ბიზნესის ნაწილი მთავრობას მოუწოდებს "აგენტების კანონი" გაიწვიოს, ნაწილი მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერს ხვდება.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პარტნიორებს შეუძლიათ "აგენტების კანონთან" დაკავშირებული შენიშვნები პრეზიდენტის ვეტოში ასახონ.
„ახალგაზრდებს კარგი IQ გვაქვს - მსგავს პროპაგანდას აღარ მიყვებით“, - „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგე აქციების მონაწილე ახალგაზრდებმა პრემიერ-მინისტრის ღია წერილში მცდარი ინფორმაცია, არაადეკვატური ხედვა და შეურაცხმყოფელი შეფასებები ამოიკითხეს.
დე ფაქტო ლიდერები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, 9 მაისს მოსკოვში გამართულ სამხედრო აღლუმზე არ მიიწვიეს. ასლან ბჟანია და ალან გაგლოევი არც ორი დღით ადრე ჩატარებულ პუტინის ინაუგურაციის ცერემონიას დაასწრეს.
გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის ქმედების სამინისტროს (BMWK) სახელმწიფო მდივანი აცხადებს რომ საქართველოში "ოფშორული ზონებიდან ფულის გადარიცხვაში საკანონმდებლო შეღავათის დაწესება არ შეესაბამება ოფშორულ ზონებთან ბრძოლის ევროპულ ძალისხმევას".
20 წლის წინ გროზნოში მოკლეს უფროსი კადიროვი, უმცროსი კადიროვი მაშინ 26 წლის იყო.
„აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგეთა აქციები თბილისის გარდა, საქართველოს სხვა ქალაქებშიც თითქმის ყოველდღე იმართება. ასეა კახეთშიც. ამასთან, მოქალაქეების ნაწილი დემონსტრაციებში მონაწილეობისთვის თბილისშიც ჩადის. არაერთ მათგანს უცხო სატელეფონო ნომრებიდან უკვე არაერთხელ დაურეკეს და „გააფრთხილეს“.
"აგენტების კანონის" მესამე მოსმენით განხილვის ფონზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო 'ბრაიენი საქართველოს ეწვევა.
პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI) მედიის და ადამიანის უფლებების დამცველ ორგანიზაციების ჯგუფთან ერთად მიმართავს ირაკლი კობახიძეს, გაიწვიოს კანონპროექტი "უცხოეთის აგენტების" შესახებ და უზრუნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხოება და დაიცვას პრესის თავისუფლება საქართველოში
მეოთხე დღეა უცნობი პირები მოქალაქეებს უცხო ნომრებიდან ურეკავენ და მათ დაშინებას თუ შეურაცხყოფას ცდილობენ. ისინი „აზერბაიჯანიდან“, „სამხრეთ აფრიკიდან“, „ბურუნდიდან“, „მაროკოდან“, „უკრაინიდან“, ახლა უკვე ადგილობრივი მობილური ოპერატორებიდან რეკავენ მათთან, აგინებენ და ემუქრებიან.
სამხედრო ბლოგერ უჩა აბაშიძეს, 9 მაისს, სანამ პოლიცია დააკავებდა, ცოტა ხნით ადრე, ნაცნობმა დაურეკა და მანქანის დაქოქვაში დახმარება სთხოვა. როგორც უჩას მეუღლე, მარიამ იაშვილი ჰყვება, როდესაც უჩა ბინიდან გამოვიდა, კორპუსთან მას უკვე ელოდა პოლიცია. ის უკან, სახლში აიყვანეს და ჩხრეკაც დაიწყო.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დღეს, 10 მაისს, პარტია "ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, მედიასთან კომენტარში განაცხადა, რომ რამდენიმე ევროპული ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებს არ შეხვდება.
Полицией в квартире блогера были обнаружены около 10 единиц огнестрельного оружия, патроны и магазины, а также другое снаряжение