2014 წელს, ყირიმის ანექსიიდან სულ რამდენიმე თვეში, WIN/GALLUP-მა ჩაატარა გამოკითხვა 64 ქვეყანაში. გამოკითხულთა 61%-მა განაცხადა, რომ მზად იყო ებრძოლა თავისი ქვეყნისათვის, ხოლო 27%-მა - არა. ყველაზე მაღალი დადებითი პასუხი დაფიქსირდა ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში (83%) და ყველაზე დაბალი - დასავლეთ ევროპაში (25%). „თუ ევროპის დემილიტარიზაცია - როდესაც საზოგადოებისა და პოლიტიკური კლასის დიდი ნაწილი ეწინააღმდეგება სამხედრო ძალას და მასთან დაკავშირებულ რისკებს - გახლდათ ნამდვილი კურთხევა მე-20 საუკუნეში... Читать дальше...
ამ ერთი წლის განმავლობაში, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი გააჩაღა, რუსეთის ჯარის ჩადენილი 80 ათასამდე სამხედრო დანაშაული აღირიცხა. ამ რიცხვს უკრაინის გენპროკურატურა ასახელებს.
ვიზუალური არტისტის, ლევან სონღულაშვილის მიერ რუსეთ-უკრაინის ომის თემატიკაზე შექმნილი ტილო, Noli Me Tangere/„არ შემეხო", ორბელიანების სასახლეში რამდენიმე საათით გამოიფინა. ნამუშევარი დაათვალიერა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტის ადმინისტრაცის განცხადებით, ექსპოზიციის დათვალიერებას ნებისმიერი მსურველი რამდენიმე საათის განმავლობაში შეძლებს (23 თებერვლის, 21:00 საათიდან, 24 თებერვლის 03:00 საათამდე). უკრაინის დროშის ფერებში განათდა ორბელიანების სასახლე. უკრაინაში რუსეთის... Читать дальше...
23 თებერვალს ეროვნული კვლევითი ცენტრის მცხეთის ჯვრის საფასადო ქვების კონსერვაციის პროექტის საპროექტო ჯგუფის ხელმძღვანელმა, დავით ხოშტარიამ გაავრცელა განცხადება, რომელიც უკავშირდება ამავე დღის ცნობას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო გეგმის შესახებ, სასწრაფოდ ჩაატაროს სამუშაოები მცხეთის ჯვრის დიდი ტაძრის ინტერიერში. როგორც განცხადების ავტორი აღნიშნავს, მცხეთის ჯვრის დიდ ტაძართან დაკავშირებული ორი პროექტის (გარე და შიდა წყობის ქვების კონსერვაციის) ერთობლივი განხორციელება... Читать дальше...
ჩვენ არ დავისვენებთ მანამ, სანამ უკრაინა არ გაიმარჯვებს და მისი ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,-ამის შესახებ ევროკავშირის საბჭომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა. "არცერთ ქვეყანას არ აქვს უფლება შეიჭრას მეზობელ ქვეყანაში ან დაარღვიოს მისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ეს აგრესია არის დანაშაული მშვიდობის წინააღმდეგ. იგი არღვევს გაეროს წესდებას, გაეროს პრინციპებს და საკაცობრიო ღირებულებებს. ჩვენ არ შეგვიძლია და... Читать дальше...
“… ჭკუა უნდა ვიხმაროთ და ისე მოვიქცეთ, როგორმე არც მწვადი დავწვათ და არც – შამფური. ახლა რომ გამოვცვივდეთ, ხანჯალი ავიღოთ და რუსს ვეტაკოთ, არ შეიძლება! გენაცვალე, ხომ უნდა იცოდე, რა შეგიძლია და რა – არა!” – ამბობს მსახიობი იმედა კახიანი… იგი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე თავის მოსაზრებას “კვირის პალიტრას” უზიარებს: – სულ ვამბობ და ამ მთავრობის ...
დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობის დაკავების სურვილი გამოხატა. ამის შესახებ მან უკრაინულ ტელეარხ RADA TV-ს ეთერში ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის დროს განაცხადა. “ნატო-ს სათავეში ჩადგომა? მშვენიერი აზრია. იცით, სავსებით კარგი აზრია. მინდა ხაზი გავუსვა, ძვირფასო მეგობრებო, რომ ასეთი ჩანაფიქრი მაქვს და არავის დაავიწყდეს, რომ ასეთი კანდიდატი არის მარაგში. ამჯერად, ვფიქრობ, გამიმართლებს”, – ...
საქართველოს პრეზიდენტის სასახლე უკრაინის დროშის ფერებში განათდა – გოგა ჩანადირის ფოტო. “ძალიან კარგია, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები უკრაინის მხარდაჭერას გამოხატავენ. ახლა ასე გამოიყურება პრეზიდენტის სასახლე ორბელიანზე,” – წერს სოციალურ ქსელში გოგა ჩანადირი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუსულმა ჯარებმა წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები ჩაატარეს დონბასის რვა დასახლებული პუნქტის მახლობლად. "ავდეევკისა და შახტარსკის მიმართულებით, მტერმა წამოიწყო შეტევა კამენკაში, ვოდიანეში, მარიინკაში, პობედასა და ნოვო მიხაილოვსკიში, რაც წარუმატებელი აღმოჩნდა. კუპიანსკისა და ლიმანსკის მიმართულებით, მტერმა ჩაატარა რამდენიმე წარუმატებელი შეტევითი მოქმედება სტელმახოვკის, ბელოგოროვკის, სერებრიანსკის სატყეო მეურნეობისა და ფედოროვკას რაიონებში", -... Читать дальше...
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რიკოთის უღელტეხილზე „ადმინისტრაციული შეჯახების" გამო საავტომობილო მოძრაობა შეფერხებული იყო. როგორც პრესცენტრში თქვეს, ამჟამად გზა სატვირთო მანქანებისგან თავისუფალია, თუმცა მოძრაობის სრულად აღდგენას გარკვეული დრო დასჭირდება. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ავტოავარიაში ორი სატვირთო მანქანა მოჰყვა. მოძრაობას აფერხებს ძლიერი თოვაც. ამ საკითხზე განცხადება გაავრცელა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმაც, რომელშიც ნათქვამია, რომ მაშინვე გააფრთხილეს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ოფიციალური გადამყვანი ავტობუსები. Читать дальше...
ვეგეტარიანული ჩიფსები ჩიფსი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ხემსია. მიუხედავად მისი მავნებელი თვისებებისა, ადამიანები უარს ვერ ამბობენ ამ პროდუქტზე. თუმცა ყველამ იცის, რომ კარტოფილის ჩიფსები დიდი რაოდენობით მავნე ცხიმებს, კალორიებს და დანამატებს შეიცავს. ამიტომ ზოგიერთი ცდილობს იგი უფრო “ჯანსაღი” პროდუქტით ჩაანაცვლოს. როგორიცაა ბოსტნეულისგან დამზადებული ჩიფსები, თუმცა ცნობილი დიეტოლოგი ტრისტა ბესტი ამბობს, რომ ვეჯი ჩიფსებიც ანალოგიურად სავსეა ...
ჯ.კ. როულინგი 57 წლისაა. იგი დაიბადა 1965 წლის 31 ივლისს, იეტში, გლოსტერშირში. მისი დაბადების სახელია ჯოან როულინგი. ჯოანის მშობლები მატარებელში შეხვდნენ, კინგს კროსის სადგურში, რომელიც მოგვიანებით მწერლისთვის შთაგონების წყაროდ იქცა. სადგური, როგორც კარიბჭე ჯადოქრების სამყაროში. როდესაც იგი ბავშვი იყო, წერდა ფანტასტიკურ ისტორიებს, რომლებსაც თავის დას, დიანას, აკითხებდა. დიანა სულ რაღაც ორი წლით უმცროსია ჯოანზე. “ჰარი ...
2016 წელს საფრანგეთში მე-8 საუკუნის მუსლიმთა სამარხები აღმოაჩინეს. 2014 წელს ავსტრალიაში უძველესი კრისტალი აღმოაჩინეს, რომელიც 4.4 მილიარდ წელს ითვლიდა. 2008 წელს ფიდელ კასტრომ, 32 წლიანი მმართველობის შემდეგ, კუბის პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა. 1998 წელს დედოფალმა ელისაბედმა ელტონ ჯონი რაინდის წოდებით დააჯილდოვა, მის მიერ გაწეული საქველმოქმედო საქმიანობისთვის. 1989 წელს ქვად ქცეული დინოზავრის კვერცხი იპოვეს, რომელშიც ასევე გაქვავებული ...
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ღიად თქვეს უარი კიევში მიწვევაზე, რუსეთის ომის წლისთავისთვის. წლევანდელი უარი შარშანდელზე მტკიცეა. ერთი წლის წინ, ყოყმანისა და კამათის შემდეგ, საქართველოს ოფიციალური დელეგაცია უკრაინაში მაინც ჩავიდა- ომის ფონზე, ეს იყო პირველად და ჯერჯერობით - უკანასკნელად.
რუსეთში უცხოელი ინვესტორების ანგარიშებში მილიარდობით დოლარია, რომელსაც კომპანიები სანქციების გამო ქვეყნიდან ვერ გაიტანენ. ამის შესახებ წერს სააგენტო "ბლუმბერგი", რომლის თანახმად, საუბარია აქციებით მიღებულ დივიდენდებსა და პროცენტიან ობლიგაციებზე, რომელთა გაყიდვა უცხოურმა კომპანიებმა ვერ მოასწრეს უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო. ეს თანხა ინახება არარეზიდენტებისათვის განკუთვნილ რუბლის სპეციალურ საბანკო ანგარიშებზე, რომელიც ცნობილია როგორც ტიპი "C". ამ ანგარიშებიდან შეუძლებელია თანხების გატანა, შესაძლებელია... Читать дальше...
ექსპრემიერმა, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ მმართველი გუნდის დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილსა და მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს პარანოიკები უწოდა. „2011 წელის ხომ კარგად გახსოვთ? სააკაშვილის ბოლო ეტაპზე ყველა საპირისპირო აზრი და ოპონენტი რუსეთის აგენტი იყო. ფაქტობრივად, ვისი აზრიც არ მოსწონდათ, იმას ეძახდნენ რუსეთის აგენტს. დღეს ვის ეძახიან რუსეთის აგენტს? როდემდე უნდა იყოს ეს ქვეყანა ორი პარანოიკის ...
რუსული მედია ქეთა თოფურიას მეორე ქმარზე, ლევ ძენგოვსა და მის ყოფილ ცოლზე წერს, რომელთანაც ბიზნესმენს 2015 წელს გოგონა შეეძინა, თუმცა ბავშვი მალევე გარდაიცვალა. ქეთი თოფურიასთან შეხვედრამდე ლევ დენგოვი ირინა რაკზე იყო დაქორწინებული. იმ საშინელ წელს, როდესაც წყვილს შვილი დაეღუპათ, ირინა რაკი მარტო დარჩა თავის უბედურებასთან, რადგან ლეომ ოჯახი მიატოვა. ქალმა ორი დღის წინ სოციალურ ქსელში ...
ველოდები რა კომენტარს გააკეთებს ირაკლი კობახიძის ბოდვაზე შს მინისტრი , – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ეკა ბესელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებას აგენტების თაობაზე. ბესელია ფიქრობს, რომ მაშინდელი სუს-ის ხელმძღვანელის და ამჟამად შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის პოზიცია საინტერესო იქნება, რადგან იმ პერიოდში, როდესაც “ქართულ ოცნებას” წარმოდგენდა, ნდობის ჯგუფის შემადგენლობაში იყო და სახელმწიფო... Читать дальше...
„ალიას“ ესაუბრება საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი, სოსო ცინცაძე. – ამერიკა საქართველოში ახალ ელჩს აგზავნის, რობინ დანიგენს. „ქართული ოცნებისა“ და მისი დანამატის, „ხალხის ძალის“ მომხრეები სთვლიან, რომ კელი დეგნანი სწორედ მათი სისტემატური კრიტიკისა და შეტევების გამო გაიწვიეს – ამერიკამ ანგარიში გაგვიწიაო. სინამდვილეში რა მოხდა? – ვინც მაგას ამბობს, ერთი წიგნი მაინც აქვს წაკითხული დიპლომატიაზე? დიპლომატიის საფუძვლებს მაინც ...
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტი ალან გაგლოევი მოსკოვში რჩება და მკურნალობის კურსს გადის. გაგლოევს, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა. ის ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფება. ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის პრესმდივანმა ნატალია ბოსიკოვამ ცხინვალელ ჟურნალისტებს აცნობა. „იმისთვის, რომ საფრთხე არ შეექმნას სხვა ადამიანების ჯანმრთელობას, პრეზიდენტმა გადაწყვიტა თვითიზოლაციაში დარჩეს. მთელი ამ ხნის განმავლობაში ის მოსკოვში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იქნება“, - განაცხადა ბოსიკოვამ.
პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე: „მე ყველაზე მეტად მაინტერესებს ვისი აგენტი ვარ? გერმანიის, ნიდერლანდების, ევროკავშირის, გაეროს, აშშ-ის, შვედეთის, სინგაპურისა და მალაიზიის ერთად აღებული ??? გოიმობა და ქაჯობა, კერკეტი და ლაყე კვერცხობა არის ის, როდესაც მუხრუჭი აღარ გაქვს და ბეღურას ზარბაზანს ესვრი.“ შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ინიცირებულია მმართველ უმრავლესობაში შემავალი “ხალხის ძალის” მიერ მომზადებული “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის ...
მეტროსადგურებმა „ახმეტელის თეატრი“ და „სარაჯიშვილი“ მგზავრების მომსახურება ჩვეულ რეჟიმში განაახლეს. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, ადგილზე ოპერატიულად იმუშავა კომპანიის შესაბამისმა ჯგუფმა. შეფერხება გამოწვეული იყო ტექნიკური ხარვეზით. კომპანიამ დაახლოებით ერთი საათის წინ განაცხადა ორი მეტროსადგურის დროებით შეფერხების შესახებ.
“იმ ადამიანებმა და ორგანიზაციებმა, რომლებიც ათწლეულებია ეხმარებიან შშმ-პირებს, მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს, იძულებით გადაადგილებულებს და უამრავ სხვას, – დღე და ღამე რომ შრომობენ ჩვენი მოქალაქეების განათლებაზე, ჯანმრთელობაზე და ზოგადად გადარჩენასა და სიცოცხლეზე, – ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ფიზიკურ გადარჩენაზე, – ახლა საკუთარი თავი, მიღწევები და ეს ადამიანები უნდა დაიცვან! “ოცნების” რუსული კანონი აგენტების შესახებ ყველა თქვენგანს ...
ხუთშაბათს, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომათა დარბაზი 19-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლებმა დატოვეს პროტესტის ნიშნად მას შემდეგ, რაც სესიაზე გამოჩნდნენ რუსეთის დელეგაციის ის წევრები, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომის გამო ევროკავშირის სანქციების ქვეშ იმყოფებიან. როდესაც ეუთო-ში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე, ვლადიმერ ჯაბაროვი, შეხვედრაზე სიტყვის სათქმელად ემზადებოდა, შეკრებილთა დიდი ნაწილი ადგა და დარბაზი დატოვა, ნაწილს ხელში ეჭირა უკრაინის დროშები. პროტესტის ნიშნად... Читать дальше...
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებით, მეტროსადგურები „ახმეტელის თეატრი“ და „სარაჯიშვილი“ მგზავრებს დროებით ვერ ემსახურებიან. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, შეფერხება გამოიწვია მს „ახმეტელის თეატრის“ ჩიხში ტექნიკურმა პრობლემამ. „ადგილზე იმყოფება კომპანიის შესაბამისი სამსახურები ხარვეზის დროული აღმოფხვრის მიზნით", - აღნიშნავს თბილისის სატრანსპორტო კომპანია. მატარებლები მოძრაობენ ზონალურ რეჟიმში მს „ვარკეთილიდან“ მს „გურამიშვილამდე“ და პირიქით.