ექსპრემიერმა, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ მმართველი გუნდის დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილსა და მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს პარანოიკები უწოდა.
„2011 წელის ხომ კარგად გახსოვთ? სააკაშვილის ბოლო ეტაპზე ყველა საპირისპირო აზრი და ოპონენტი რუსეთის აგენტი იყო. ფაქტობრივად, ვისი აზრიც არ მოსწონდათ, იმას ეძახდნენ რუსეთის აგენტს. დღეს ვის ეძახიან რუსეთის აგენტს? როდემდე უნდა იყოს ეს ქვეყანა ორი პარანოიკის ტყვეობაში? არ გინდათ ამას დავაღწიოთ თავი და მივიდეთ იქამდე, რომ ჩვენი შვილების მომავალი არ იყოს დამოკიდებული ერთი პარანოიკის და მეორე პარანოიკის ვაჭრობაზე ამ ქვეყნის ბედით“, – აღნიშნა გახარიამ ტვ „პირველის“ ეთერში გადაცემაში „რეაქცია“ საუბრისას.