კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი, რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის კრიტიკის შემდეგ, კრემლსაც გადასწვდა და „ეროტიკული ფანტაზიები“ უწოდა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დმიტრი მედვედევის, „პროგნოზებს“, რომელიც მომავალ წელს კოლექტიურ დასავლეთს ნამდვილ არმაგედონს უწინასწარმეტყველებს. ტელეგრამის არხში 26 დეკემბერს გამოქვეყნებულ თავის ათპუნქტიან „ფუტურისტულ კონცეფციაში“ მედვედევი ევროკავშირის დაშლას, პოლონეთისა და უნგრეთის მიერ უკრაინის დასავლეთის ოლქების დაპყრობას... Читать дальше...
ვეტერანმა ისრაელმა პოლიტიკოსმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ 29 დეკემბერს ფიცი დადო, როგორც პრემიერ-მინისტრმა და სათავეში ჩაუდგა - როგორც ანალიტიკოსები უწოდებენ - ყველაზე უფრო მემარჯვენე მთავრობას ქვეყნის ისტორიაში, იტყობინება სააგენტო AFP-ი. 73 წლის ნეთანიაჰუს, რომელიც კორუფციაში ბრალდებებისგან იცავს თავს სასამართლოში, უკვე ეკავა ისრაელის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ვადით: 1996-1999 და 2009-2021 წლებში. "ეს უკვე მეექვსედ წარმოვადგენ მთავრობას, რომელსაც ვმეთაურობ, რათა მოვიპოვო პარლამენტის მხარდაჭერა და ისევე ვღელავ... Читать дальше...
თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საქმის განხილვა გრძელდება. 29 დეკემბრის სხდომაზე 2 მოწმე - ამერიკელი ტოქსიკოლოგი დევიდ სმიტი და კლინიკა "ვივამედის" ექიმი-ნევროლოგი, თამარ აბაშიძე გამოკითხეს.
ნიდერლანდის იუსტიციისა და უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ არანაირ გადაწყვეტილებას არ მიიღებს თავშესაფრის თხოვნის მოთხოვნაზე რუსი წვევამდელებისგან, რომლებიც უარს ამბობენ სამხედრო სამსახურზე. ამ საკითხზე უკვე არსებული მონატორიუმი 29 დეკემბრიდან ექვსი თვით გაგრძელოდა. ამის შესახებ იტყობინება უწყების ვებგვერდი. საუბარია 18-დან 27 წლის ასაკამდე რუსეთის მოქალაქეებზე. უწყება განმარტავს, რომ მას არ გააჩნია საკმარისი ინფორმაცია იმის შესახებ, იძულებული არიან თუ არა რუსი წვევამდელები, მონაწილეობა მიიღონ უკრაინის ომში. Читать дальше...
82 წლის ასაკში გარდაიცვალა მსოფლიო ფეხბურთის ბრაზილიელი ლეგენდა, პელე - ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ მისმა ქალიშვილმა გაავრცელა ინსტაგრამზე. სიცოცხლის ბოლო წლებში ის სიმსივნეს ებრძოდა, ჰქონდა ასევე გულთან დაკავშირებული პრობლემები. პელემ ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში თამაში დაიწყო 16 წლის ასაკში და მონაწილეობა მიიღო სამ, 1958, 1962 და 1970 წლების საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატში. ის მიიჩნევა რეკორდსმენად გატანილი გოლების რაოდენობით. 2000 წელს FIFA-მ პელე საუკუნის მოთამაშედ დაასახელა.
ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ ზოდიაქო დიდ გავლენას ახდენს ადამიანის პიროვნული თვისებებისა და ხასიათის ფორმირებაზე. დრო, რომელშიც ვიბადებით, გარკვეულ ასახვას ჰპოვებს ჩვენზე. განსაზღვრავს ინდივიდის სურვილებს, მიზნებს, ამბიციებს, შიშებსა და სისუსტეებს. ამ ღირსებებისა და ნაკლის ერთობლიობა კი ქმნის უნიკალურ ისტორიას. ყველა ფეხბურთელს განსხვავებული ისტორია აქვს, თუმცა მათ აერთიანებთ ის, რომ მიზნისთვის ბრძოლაში უამრავი ენერგია, დრო და ძალა გაიღეს. ...
საკვები, რომლებსაც მივირთმევთ, თავის ასახვას და გავლენას პოვებს ჩვენს სხეულსა და ორგანიზმზე. ზამთარში გრიპის, გაციებისა და ვირუსების რისკი უფრო მაღალია. ტემპერატურა დაბლა ეცემა და საჭიროა გვქონდეს ძლიერი იმუნიტეტი, რათა ამ პირობებს სათანადოდ ვებრძოლოთ და თავი დავიცვათ. არსებობს საკვები პროდუქტები, რომლებიც გვეხმარება შევინარჩუნოთ სხეულის მაღალი ტემპერატურა, შესაბამისად, ზამთრის სიცივე ნაკლებად შეგვაწუხებს. ჯანსაღი ცხიმები, პროტეინები და კარბოჰიდრატები ...
მედიცინა ის დარგია, რომელიც კინო ხელოვნებაში ძალიან საინტერესო ასახვას პოვებს. თავის მხრივ, ექიმებიც ხელოვანები არიან, რომლებიც ადამიანს ახალ სიცოცხლეს, ძალასა და ენერგიას ჩუქნიან. ეს უზომოდ მნიშვნელოვანი, ამაღელვებელი, დასაფასებელი პროფესიაა. თუ გიყვართ სამედიცინო თემებზე ფილმების ყურება, მაშინ ამ ჩამონათვალს აუცილებლად უნდა გაეცნოთ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთი მათგანი მძიმე, ტრაგიკულ რეალობას ასახავს, რომელშიც მთავარი პერსონაჟები სრულ ქაოსში, ...
“რატომ დაკარგა ძალაუფლება მილოშევიჩმა? არა იმ საშინელებების გამო, რასაც ის სჩადიოდა - ეთნიკური წმენდა და ა.შ. - მილოშევიჩმა ძალაუფლება დაკარგა იმიტომ, რომ ომი წააგო. თუ პუტინი მოიგებს, ეს მის პოპულარობას გაზრდის რუსეთში და ეს არ იქნება ყალბი პოპულარობა. თუ დამარცხდება, მაშინ, რა თქმა უნდა, შერაცხავენ დიქტატორად”, - ეუბნება ცნობილი სლოვენიელი ფილოსოფოსი, სლავოი ჟიჟეკი რადიო თავისუფლებას. ვაჟა თავბერიძესთან ვრცელ ინტერვიუში "ევროპის ყველაზე სახიფათო ფილოსოფოსად" შერაცხილი მემარცხენე ინტელექტუალი აკრიტიკებს მემარცხენეებს... Читать дальше...
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ორბელიანების სასახლეში მიკოლაივის ოლქის, სოფელ ნოვოპეტროვკას ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს უმასპინძლა. პრეზიდენტმა ბავშვებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა, წარმატებები უსურვა და ვაუჩერებითა და ტკბილეულით დაასაჩუქრა. ბავშვებმა ორბელიანების სასახლე დაათვალიერეს და ჩიჩილაკის დამზადების მეთოდით დაინტერესდნენ, რომლითაც ტრადიციულად ირთვება ორბელიანების სასახლე. ასევე, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, თბილისში მცხოვრებ 700-მდე უკრაინელ ბავშვს, რომლებიც 41-ე და 220-ე საჯარო სკოლის... Читать дальше...
მას შემდეგ, რაც კადიროვს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კითხვა დაუსვეს, ჩეჩნეთის ლიდერმა პირდაპირ ეთერში 35 აზიდვა გააკეთა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ორბელიანების სასახლეში 28 დეკემბერს გამართული ბრიფინგის შემდეგ, საზოგადოებაში გაჩნდა მეტი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა შესაძლოა შეიწყალოს პაციენტი/პატიმარი მესამე პრეზიდენტი.
ხელისუფლებამ შეძლო იმის უზრუნველყოფა, რომ სრულად ყოფილიყო სოლიდარული უკრაინის მიმართ, ასევე შეძლო, რომ საკუთარი ხალხის უსაფრთხოება დაცული ყოფილიყო , – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა, როდესაც საქართველოსა და უკრაინას ურთიერთობებზე ისაუბრა. როგორც პაპუაშვილი განმარტავს, არცერთმა ქვეყანამ არ გადაკვეთა ზღვარი, როცა ფიქრობენ, რომ „იმის იქით რუსეთთან დაპირისპირება იქნება“. „ესკალაციის ზღვარს არ კვეთს ...
“პარლამენტში ვინც მხარს დაუჭერს “ხალხის ძალის” ინიციატივას სამოქალაქო საზოგადოების წევრების აგენტებად გამოცხადების შესახებ, საინტერესოა თუ მოეწონებოდათ, მათ და მათი ოჯახის წევრებს რომ აეკრძალოთ ევროკავშირსა და აშშ-ში ვიზიტები? საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ აშშ და ევროპის ქვეყნები უდიდეს დახმარებას უწევენ ჩვენს ქვეყანას, უამრავი მიმართულებით. პარლამენტში ამ ინიციატივის დაყენება საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული, განსაკუთრებით ახლა, როდესაც მაგიდაზე ...
კლინიკა “ვივამედში” საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მისი შვილი ელის-მარია სააკაშვილი და მომღერალი სოფო ნიჟარაძე არ შეუშვეს. როგორც მომღერალმა, სოფო ნიჟარაძემ აღნიშნა, ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც მათ პრეზიდენტის მონახულების შესაძლებლობა არ მიეცათ. როგორც ნიჟარაძემ განმარტა, მიხეილ სააკაშვილი ბოლოს 2 კვირის წინ ნახა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო. „ეს პირველი შემთხვევა არის, როდესაც არ შეგვიშვეს. ძალიან გამიკვრიდა ...
2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციამ მნიშვნელოვნად განსაზღვრა 2022 წლის მოვლენები, სულ მცირე, ევროატლანტიკურ სივრცეში მაინც. ყველაფერი, რაც 24 თებერვლამდე ხდებოდა, გაფერმკრთალდა.
უზბეკეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 18 ბავშვი გარდაიცვალა ინდური ფარმაცევტული კომპანიის მიერ გაციებისა და გრიპის სიმპტომების შესამსუბუქებლად წარმოებული სამკურნალო სიროფის მიღების შედეგად. უზბეკეთის ომბუდსმენის პრეს-სამსახურმა გამოაცხადა 18 დაღუპულის შესახებ. აღნუსხულია სულ Doc-1 Max-ის მიღების 21 შემთხვევა. ჯანდაცვის სამინისტრომ 28 დეკემბერს ასევე განაცხადა, რომ 21 ბავშვიდან, რომელთაც მიიღეს სიროფი მწვავე რესპირატორული დაავადების დროს, 18 მისი მიღების შემდეგ გარდაიცვალა. ომბუდსმენის პრეს-სამსახურის ცნობით... Читать дальше...
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა საქართველოს შესთავაზა, რეპარაციის სახით, ოკუპირებული აფხაზეთის განვითარებისთვის დაპირებული 10 მილიარდი დოლარი გადაუხადოს. ამის შესახებ მან რუსულ gazeta.ru-ს განუცხადა. ამით ის გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ ქვეყანა მზად არის განახორციელოს ინვესტიცია აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში რესპუბლიკების საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნების შემთხვევაში. „ეს ხომ არარეალურია. ეს ცარიელი სიტყვებია. Читать дальше...
„დიდი შვიდეულის“ (G7) და დასავლეთის რამდენიმე სხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, 29 დეკემბერს მოუწოდეს ავღანეთში თალიბანის უფროსებს, "სასწრაფოდ გააუქმონ" აკრძალვა ქალების მიმართ, რომლებიც მუშაობენ ომის შედეგად განადგურებული ქვეყნის ჰუმანიტარული დახმარების სექტორში. ეს აკრძალვა უკანასკნელი დარტყმაა ავღანეთში ქალთა უფლებებზე მას შემდეგ, რაც თალიბანმა ძალაუფლება დაიბრუნა გასული წლის აგვისტოში, აშშ-ის მეთაურობით ამ ქვეყანაში მყოფი საერთაშორისო ძალების გაყვანის შემდეგ. ამ თვის დასაწყისში, რადიკალურმა... Читать дальше...
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა „წმინდა გიორგის ლენტის“, როგორც სამხედრო დიდების ერთ-ერთი სიმბოლოს შეურაცხყოფისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ კანონს. შესაბამისი დოკუმენტი გამოქვეყნებულია იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ ინტერნეტ-პორტალზე. "ლენტის" საჯარო წაბილწვა ითვალისწინებს ჯარიმას 5 მილიონ რუბლამდე ან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც „გამოიყენებს „წმ. გიორგის ლენტის“ სიმბოლიკას ისტორიულ მეხსიერებასთან შეუსაბამო მიზნებისთვის“, აღიკვეთება. Читать дальше...
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონო პატიმრობიდან გაათავისუფლეს თურქმენეთისა და თურქეთის ორი მოქალაქე. სააგენტო "რესი" ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტზე დაყრდნობით წერს, რომ თურქმენეთის მოქალაქე რაზგელდი ჩოლიევმა და თურქეთის მოქალაქე დემირ ტოლგამ 23 აგვისტოს "განზრახ გადაკვეთეს საქართველოსთან სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარი და აპირებდნენ სამხრეთ ოსეთის გავლით რუსეთის ფედერაციაში შესვლას“. დე ფაქტო უწყებისვე ცნობით, ორივე მოქალაქე 21 ოქტომბერს დამნაშავედ ცნეს... Читать дальше...
რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ცნობით, ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მისმა საჰაერო თავდაცვამ 29 დეკემბერს, დაახლოებით 10 საათზე, ჩამოაგდო უკრაინული S-300 რაკეტა ბრესტის სასაზღვრო რეგიონში. ბელარუსის ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტო BelTA-მ ადრე განაცხადა, რომ უკრაინული რაკეტა ბელარუსის ტერიტორიაზე ჩამოვარდა 29 დეკემბერს, როდესაც მოსკოვმა უკრაინაზე განახორციელა მასშტაბური სარაკეტო შეტევა, რომელიც ძირითადად მოიგერიეს კიევის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა. არსებული ინფორმაციით... Читать дальше...
2023 წელს დიდი ბრიტანეთი უკრაინის დასახმარებლად 2.3 მილიარდ გირვანქა სტერლინგს გამოყოფს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა განაცხადა. “[უკრაინისთვის] კიდევ 2.3 მილიარდი გირვანქა სტერლინგი მომავალ წელს. ამით დავრწმუნდებით, რომ მათ შეიარაღების სისტემები აქვთ, რომლებიც სჭირდებათ, და გაერთიანებული სამეფო მსოფლიოს სხვა მათ ყიდვაში დაეხმარება”, – აღნიშნა უოლესმა. მან ასევე განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი რაც შესაძლებელია ...
ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი „კრედიტ სუისის“ წინააღმდეგ მიმდინარე დავასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება. „როგორც ვიცით, ბიძინა ივანიშვილის დასაშანტაჟებლად ევროპარლამენტი და შვეიცარიული ბანკი სინქრონულად მოქმედებდნენ, რაც ევროპული აგენტოკრატიის ერთ-ერთ აქტიურ წარმომადგენელს, ვიოლა ფონ კრამონს ერთხელ წამოსცდა კიდეც. ფონ კრამონმა აღიარა, – ივანიშვილის სანქცირების შესახებ ჩანაწერი რეზოლუციაში ამერიკელ პარტნიორებთან ერთად მოვამზადეთ და ამ ჩანაწერმა... Читать дальше...
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დააჯილდოვა თბილისში, ვაკის პარკში 13 ოქტომბერს დაღუპული მოზარდი მარიტა მეფარიშვილი და მებაღე, რომელიც შადრევანში ჩასული ბავშვების გადარჩენას ცდილობდა. სალომე ზურაბიშვილმა მარიტა მეფარიშვილის ოჯახს გადასცა ჯილდო მეგობრების გადასარჩენად თავგანწირვისათვის, უდიდესი ჰუმანურობისა და განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისათვის. მოზარდების გადარჩენისთვის გამოვლენილი თავდადებისა და განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისათვის დაჯილდოვდა დევი მეზურნიშვილიც. Читать дальше...